თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
Ratom akvs dinamos gabrazebuli chitis logo ?
eeh
20 აგვისტო 2020 11:28
0
გუშინწინ მესიზმრა ბიძომ, კობიმ და ფიფიამ დაილაპარაკეს - ფეხბურთის თამაშით ფულს ვერ ვშოულობთო, დიდი ფული შოვნა ტოტალიზატორით შეიძლება, ჰოდა გარანტირებულად დადეს ტირანაზე. მანამდე ჩხეტიანი გააფრთხილეს, გუნდს ანტიფეხბურთი ათამაშე და შენსას მიიღებო.
koko
20 აგვისტო 2020 11:23
3
კიდევ ერთი 250-300 მილიონიანი "ფეხბურთის განვითარების" პროგრამა გვინდა, ფეხბურთს არაფერი დაეტყობა, მაგრამ ფულს აითვისებენ
გიორგი
20 აგვისტო 2020 10:50
1
დიდი მოლოდინი არც მქონდა, რადგან ვიცოდი ძალიან სუსტი შემადგენლობა ჰყავდა დინამოს თუნდაც შარშანდელთან შედარებით მაგრამ ეს გუნდი საერთოდ არ ყოფილა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ ვარჯიშობს. ამ ხალხმა თამაშიც არ იცის. მხოლოდ პასი უკან, არაელასტიურობა, შენელებული მოქმედება... ყველა ერთმანეთზე უარესი პიტალოა (ერთი-ორი კაცის გამოკლებით). და ყველაზე დიდი კომედია: განცხადება პრესკომფერენციაზე იმის შესახებ, რომ მიზანი ლიგის ჯგუფში მოხვდრაა! ამაზე დიდი "ქოუბი" ჯერ არ მინახავს და არც მსმენია:))) საღ-ALL ჩხეტო, საღ-ALL ფიფია...
ანესთეზეოლოგი
20 აგვისტო 2020 10:47
0
მე ხომ ვთქვი ეს ასე იქნება მეთქი.
კარგით რა
20 აგვისტო 2020 10:44
0
ფიფიას და ჩხეტიანს რომ თავი დავანებოთ (თავები გაუხმა მაგათ),შენ რომ ფეხბურთელი გქვია და უფროსწორედ უნამუსო კაცი,ჩაგიცვამს დინამოს ფორმა,ჭამ ხალხის ფულს.... სირბილი გეზარება, ბურთს ვერ იმაგრებ, პასის კულტურა არ გაქ, უტვინო ხარ და ნიჭი არგაქ,თავმოყვარეობა და ნამუსი მაინც იქონიე დაანებე თავი ამ ბურთს, ნახე სხვა რამე, ნერვებს მაინც ნუ უშლით ამ ხალხს!....
123პპპ
20 აგვისტო 2020 10:41
0
ვაგრძელებ.ხო ეკიპირება და ვებ გვერდი გამომრჩა.ფულის საკეთებლად თუა მოსული ეს საზიზღარი ადამიანი ვითომ ბრენდი დინამო(თავისი სტადიონით ბაზით აკადემიითა და ეკიპირებით ვებ თუ ფეისბუკ გვერდებით)უკვე შექმნილია.და გაყიდე გა ყი დეეე!!!!! მაგითაც იშოვი ფულს.მთავარი რაცაა არ გვაღირსა გუნდი რომელიც ერთ ეტაპს გადალახავს(მარტო გაბალაა)რამდენი წელია უკვე გასული ამ სატანას მოთრევიდან და გავიხსენოთ რამდენი მწარე თამაშები გვაჩუქა აეკ სტიაუა აქტობე გაბალა სტრედა და ა.შ.ჩისკოს გარდა ლეგიონერი არ გამომადგაო რა თვითონ არ ირჩეევს? სად მოძებნა ესთი უნიჭო ბრაზილიელი რობერტინიოსთან ახლოს რო ვერ მივა.წერთ ყიდის ფეხბურთელებსო ვინ გაყიდა კითეიშვილი ქვილითაია ჩაკვეტაძის ნინუას გარდა ამ წლების განმავლობაში არავინ ყველა თავისუფალი წავიდა.კიდე ბევრი მაქ დასაწერი მაგრამ ძალიან ბევრია.ამ სატანას ფეხბურთი არ აინტერესებს და არამგონია დინამოს ცოტა გულშემატკივარი ყავდეს ეომლებსა შეგვაზიზღა სტადიონზე ჩვენი გუნდის გულშემატკივრობა.მოდით რო ვთხოვოთ გაყიდოს ძალიან ვთხოვოთ გა ყი დოოოოოს!!!!!
wbc
20 აგვისტო 2020 10:40
2
USAMARTLOBA ARAA RAGBISHI CHEMPIONATI CHASHLIS PIRASAA USAXSROBIS GAMO DA ES UTAVMOYVAREOEBI AMXELA XELFASEBZE SXEDAN ASETI BAZA AUSHENES STADIONI IDEALURI DA ERIS SIRCXVILNI ARIAN TAMASHI SHEIZLEB WAAGI MAGRAM BRZOLASHI WAAGO GULI AGEREVA ADAMIAN KIDEV KARGI MALEVE DAIWYO BAIERNIS TAMASHI DA COTA GULI GADAVAYOLE
beqnuma
20 აგვისტო 2020 10:26
2
დინამოს ფანი ვარ ბავშვობიდან.მახსოვს ახლად შეკრებილი ჟორდანიას დინამოები(მაშინ ჩემპიონატი სხვა ფორმატით იმართებოდა და ზფხულში პირდაპირ ოფიციალური ტურნირებით იწყებდნენ სეზონს)უგებდნენ ლევერკუზენს ბასლერით ემერსონით და ა.შ.ბილბაოს თავისი ეჩებერიათი მახოვს პატარკაციშვილის დინამო სნგ ს თასით და ჯგუფური ეტაპით და ასევე ბატე!! დღეს რომ ლამის ყოველ წელს ჯგუფურ ეტაპზეა სტაჟიანებს კარგად ახსოვთ მაშინდელი დრო და პირობები ბევრად უარესი დღევანდელისგან! (დღევანდელი მდგომარეობით საუკეთესო ბაზა აკადემია სტადიონი)მერე მამლუქის დახმარებით მობრძანდა ვითომ ბიზნესმენი და აფერისტი ფიფია დიდი ამბიციებით.მადლობა სტადიონისთვის ბაზა აკადემია თან ძალიან დიდი მაგრამ რისთვის ნერვები რო დაგვაგლიჯოს???
wbc
20 აგვისტო 2020 10:19
2
დიახ მოვიდა ფიფია, ფეხბურთის გაგებაში არ არის, მაგრამ ბიზნესი ესმის. და იცით რატოა ასეთი მდგომარეობა, ამ უძაღლო ქვეყანაში კატებს რო აყეფებენ?
ვისაც ფეხბურთი გაუგია და უთამაშია პოლიტიკოსები არიან, არ სცალიათ ბატონო არც პრეზიდენტს სამართავად ფედერაციისა(პარლამენტს მიაქვს დიდი დრო და ენერგია) სხვა ქალაქს გვიშენებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვიშენებს თუ აშენებს, მოკლედ ცარიელი მიწის ნასახი არ დარჩა რო კორპუსი არ დადგან თვეებში. და ფეხბურთი დარჩა ფიფიას, მიდი ფიფია გვარი კი გიწყობს ხელს, თითქმის ფიფა-ა, და ალბათ შედეგებსაც დადებ როდისმე ჩვენ რო გადავშენდებით.
ასეა ეს!-ს
20 აგვისტო 2020 18:14
0
ფუ ეს მათხოვრები ესენი
hkl
20 აგვისტო 2020 10:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული