თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
საზიზღარია ფიფია თავის დინამოთი.
Shalva
20 აგვისტო 2020 07:53
4
არ ხარ კაცი ფიფია შენ. არა გაქვს თავმოყვარეობა შე ვაჭარო. საზიზღაეი პიროვნება ხარ
D
20 აგვისტო 2020 07:42
3
Bოდიშით არავის არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არ არსი ქართული ფეხბურთი და არც ფეხბურთია. უკან ბურტის გორაობით თამაში მოგება არ შეიძლება, ერთი წესიერი დარტყმული ვერ ვნახე და დროული პასი. შირცხვილი არ აქვთ ან მწვრთნელს ან ფეხბურთელებს? ანდ ას პარნაბუკაო კიდევ ბრმაა? პას არ გაუშვა და დაბოდიალობს ამ ბურთით აქეთ იქეთ და არც ბრაზიელობის ეტყობა რამე. ესენი ფეხბურთს თამაშობენ თუ უკან ბურთს ან არ იციან რას თამაშობენ. კვასხვაძე ყოჩაღ მაგარი სანაკრებო კანდიდატია ბურთI ვერ გაუჩერებია და თავის საჯარიმოში დამცველები ვერ გაუკონტროლებია. სირცხვილია დრო გადის და ქართული ფეხბურთი იერს კარგავს, და უსუსურდება დღითი დრით და წლიდან წლამდე. ერთი კაცის მოტყუებაც აღარ შეუძლიათ და დარტყმიოსას ან დამცველს არტყამენ ან თავის ფეხბურთელს. მწვრთნელი კი ბაიბურში არ არის, რადგან ამ გუნდს გაწვრთნილობის არაფერი ეტყობოდა. ორკერ დაარტყეს კარში ამ საცოდავმა ალბანელაბმა და ორი გოლი გაიტანეს. ეს პირველი ტაიმის დამატებულ დროში ბოლო წამებზე გოლის გაშვება ხომ ქართული ფეხბურთის დამახასიათებელი გახდა ბოლო ოცი წელია თითქმის და ყოველთვის როგორ ღაც დაბეულობით ხდება. და ეს დაბნეულობა გამოწველუია თამაში არ ცოდნით. გოლის ყნოსვა არც ერთ თავდამსხმელს აღარ აქვს, ნაკრების ჩათვლით და უტექნიკო ფეხბურთელი მოდანსაც ვერ ხედავს რომ დროულად პასი გააკეთოს, გაიხსნას, დამცველი დააბნიოს ან გადაიყვანოს რომ სხვა შემტევს ადგილი გაუნთავისუფლდეს. რა მარაზმი იყო ეს დღეს ვერ მივხვდი და რატომ ვუყირე კიდევ მაგასაც ვერ ვხვდები ალბათ მაზოხისტი ვარ. გაუმარჯოს ბაიერნს!!!
niko
20 აგვისტო 2020 07:05
0
საქართველოში ფეხბურთი აღარ არსებობს და ფიფია კი არა, ბერლუსკონი ვეღარ უშველის.
ფეხბურთი
20 აგვისტო 2020 03:25
1
პერალეს რო გაუშვებ და როინას ჩააყენებ კარში, გუნდის ლიდერს რო მნიშვნელოვანი თამაშების წინ გაყიდი, მეტის ღირსი უბრალოდ არ ხარ.
რატი
20 აგვისტო 2020 03:10
1
შარშანდელი დინამო თბილისის შემადგენლობიდან მხოლოდ რამოდენიმე ფეხბურთელია დარჩენილი და რა გიკვირთ ალბანეთის ჩემპიონთან უშანსოდ წაგება თანაც ჩხეტიანის ხელში? ამ ფორმაციის დინამო თბილისი წელს მე 3-4 ადგილზე თუ გავა, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზეც ძალიან სუსტი გუნდი არის. თელავს 2 თამაშიდან ვერცერთს რომ ვერ მოუგებ ევროტურნირებზე პრეტენზია არც უნდა იყოს.
ქომაგი
20 აგვისტო 2020 03:03
0
თელავი დინამოზე აშკარად უკეთესია, რაც შედეგითაც გამოჩნდა
????
20 აგვისტო 2020 09:58
0
ამ ფიფია გინებაში კობიაშვილი ყველას დაავიწყდა. მარტო მაგას შეუძლია რაღაც დოზით აიძულოს რამე. აბა ფიფია კერძო მეპატრონეა და რაც არ უნდა ვეძახოთ წადიო, სად წავა? საერთოდ ტოპ გუნდების მფლობელები ყველანი წაგებაში არიან, უბრალოდ პრესტიჟია გუნდის მეპატრონეობა. ამან კიდევ საკუთარ ბიზნესად აქცია დინამო. რომც მოეგო გუნდს მაინც ამას ვიტყოდი. ცვერნასთან ხომ მაინც განადგურდებოდა! ასე რომ არანაკლებ ფულის მოყვარული კობიაშვილი მისი გაკეთებული საქმე მე ვერ ვნახე. პარლამენტში თუ ვერ იღებ ხმას და მუნჯივით ზიხარ, ფედერაციაში მაინც ამოიღე ხმა. ამ ფიფია რამე მოუხერხე.მე და ბევრ ჩემნაირ გულშემატკივრებს რატომ გვიშლი ნერვებს?, ჩვენ ხომ არ ვერევით თქვენს პირად ცხოვრებაში.
დავით 67
20 აგვისტო 2020 02:53
3
პანდემიას რა უთხარი, ესეთ ლამაზ და სანახაობრივ მატჩს რომ ვერ დავესწარი, ამათ მერე ბავარიას როგორ უნდა უყურო?)))))
Megreli
20 აგვისტო 2020 02:37
0
ამ ფიფიას თავმოყვარეობა არ აქვს???
გადასარევი გიორგი
20 აგვისტო 2020 02:13
1
neta ra molodini gqondat ro moigebsa dinamo? fifia fuls ro uchers da chamoyav ara fegburtelebi.sircxvilia sircxvili
davit
20 აგვისტო 2020 02:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული