თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
მეზიზღებით!
ჰიჰი
20 აგვისტო 2020 02:10
1
გუშინ სოფელში ძველი დრო გავიხსენეთ და ბურთი გავაგორეთ ცოლიანებმა და უცოლოებმა თხაზე და ოციანზე..დამიჯერეთ ის ღიპიანი (ცოლიანები) ტირანას თუ არა ამ დინამოს უეჭველი მოუგებდნენ..ჯიგარი,სული და გული უნდა ჩადო ასეთ დროს..ამდენი ხალხი პატარა იმედის თვალით შემოგყურებთ და ასე რატო გვიკიდებთ პასუხს ვითხივთ უფროს უმცროსიანად..ოჯახები სამეგობრო საახლობლო არ გყავთ არავის?!..დავიჯერო თუნდაც წამით მაინც არ შეგრცხვებათ??მე მრცხვებია დედას გეფიცები ალალად ვამბობ...
ირაკლი
20 აგვისტო 2020 01:58
0
რა უნდა გაკეთდეს ისეთი რომ ეს კაცი მოვაშოროთ დინამოს? რა შეიძლება რო გააკეთოს გულშემატკივარმა? ანუ კანონით როგორ შეიძლება ეს ფიფია რო ჩამოშორდეს დინამოს? ვინმე კომპეტენტური ადამიანის აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე./ ეს დინამო პირადად ამ კაცის საკუთრებაშია? ? /ვეტერანები, ჟურნალისტები ეს ხალხი ფაქტია კრიტიკულ სიტყვას ვერ შეჰბედავს ბატონ რომანს! ისე გუცაევი მემგონი ცოტა სიტყვა მთქმელი პიროვნება ჩანს და იქნებ მაგან თავის გადაცემაში დასვას ეს საკითხი... გული როგორ არ ტკივათ ამ ვეტერანებს ასეთ გაფარჩაკებულ დინამოს რო უყურებენ,/ ამ ფიფიამ დაიტოვოს ეს თავის აკადემია და ყიდოს ეს ბავშვები სადაც უნდა. და დინამოსთვის კიდე მოიძებნოს ვინმე ისეთი ვისაც ეყვარება ფეხბურთი და ლიგის ბინადარ გუნდად აქცევს, / სანამ ეგ ფიფია იქნება წარმატების შანსი არის ნოლი!!! / ჩხეტიანი მეცოდება, გიოლეტინაზე დაადებინა თავი, მაგრამ ახია მაგაზეც!!! რადგან დავიჯერო რეალობის აღქმა დაკარგული აქ მაგ ადამიანს? ამ შემადგენლობით თვით ფერგიუსონიც კი ვერ იზამდა ვერაფერს, ძალიან სუსტები და სამწუხაროდ ძალიან უნიჭოები არიან, რეებს აკეთებდნენ, მაგათ რა უნდათ ლიგაზე??
Vasili
20 აგვისტო 2020 01:37
2
ვეტერანები და საერთოდ უფულო ხალხი ვერაფერს ვერ გააკეთებენ.
საკმაოდ ფული აქვს დახარჯული ფიფიას და დარწმუნებული ვარ გაყიდის კიდეც რომ იყოს მყიდველი მაგრამ რამდენი ქართველი მულტი მილიონერი გეგულება საქართველოში ფეხბურთის სიყვარულის გამო მილიონებს რომ დააბანდებს/ გადაყრის საქართველოს ჩემპიონატში?? ან კიდევ უცხოელი?? ასე რომ ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფომ დააფინანსოს ერთი ორი გუნდი რომლებიც ევროპაზე გვასახელებენ, ეროვნული ჩემპიონატის რეიტინგს ასწევენ და სხვასაც გაუჩენენ რაღაცის გაკეთების სურვილს.
სამწუხაროდ ფეხბურთის არ იყოს ვიცით ქვეყანაც რა მდგომარწობაშია.
ასე რომ ...........
გუჯი
20 აგვისტო 2020 02:20
3
რა აქვს შესაცოდი ჩხეტიანს,ფიფიამ მოაყვანინა ნახევარი ტორპედო?თუ შემტევი ფეხბურთი არ ათამაშოო გუნდსო უბრძანა, კრეატიულ ფეხბურთს ვერ იტანს და წინ და უკან პასებით რო ათამაშებს და საკუთარ საჯარიმოში ბურთის გორაობა ტიკი-ტაკა ჰგონია, ფიფიას ბრალია? ტრენერს რომ შემტევი ფეხბურთელების სისწრაფის გამოყენება არ შეუძლია ფიფიას ბრალია?
ვასილის
20 აგვისტო 2020 02:13
0
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
გიო
20 აგვისტო 2020 01:28
0
საინტერესოა ნუთუ არ შეიძლება სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და ჩვენ გამოვისყიდოთ დინამო ფიფიასგან. გულშემატკივარი მთელ საქართველოში შეიძენს დინამოს აქციებს. რამდენი აქციის გამოშვებაა საჭირო და რა ფასი უნდა დაედოს პროფესიონალმა ფინანსისტებმა იმსჯელონ. პრეზიდენთიც ერთერთი მსხვილი აქციონერი ავირჩიოთ და თუ არ გაამართლებს მისი შეცვლაც შეგვეძლება. აბა ფიფიას იმედად ჩემი მტერი იყოს, დინამოს მესაფლავეა.
emigranti
20 აგვისტო 2020 01:27
0
მთელი საქართველო ნურას უკაცრავად მაგარი მკიდია დინამო თბილისი მე საერთოდ სხვა გუნდს ვქომაგობ
aleko
20 აგვისტო 2020 04:24
9
ფეხბურთი როგორც სპორტი აღარ არსებობს რამდენი ხანია ადრე ასე სოფლის გუნდები დამაშობდნენ საქართველოში
ალეკსანდრე
20 აგვისტო 2020 01:25
1
კომენტატორები რომ იძახოდნენ, არაფერი გუნდი არ არისო ტირანაო, შეიძლება ეგ ეგრეც არის მაგრამ, ტაქტიკით გვაჯობა თავის შანს დაელოდნენ და ნათქვამია ძლიერს უმართლებსო და ა ბატონო.
გიო
20 აგვისტო 2020 01:25
0
ტირანა,მართლაც არაფერი გუნდიც კი არ არის,მაგრამ ეს დინამო,საერთოდ არაფერი არ არის და ეგაა უბედურება.
სოსო
20 აგვისტო 2020 10:44
0
თუ არ ვცდები ანზორ კავაზაშვილმა თქვა, საქართველოს ჩემპიონატი ეზოს ფეხბურთიაო... და აქ ამბავი ატყდა... ვაი ჩვენს პატრონს...
goga
20 აგვისტო 2020 01:22
1
ვერ მოვახერხე ნორმალურად ყურება...რამდენჯერმე შწვხედე ტელევიზორს და სულ ერ5ი და იგივე მესმოდა კომენტატორებისგან.პასი უკან.წინ რა იყო...ფეხი ცურავდა...ფთუი
Gio
20 აგვისტო 2020 01:02
0
საერთოდ ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ მომენტში მინდიდა ყველასთვის ფეხები დამემტვრია მათ შორის “მამაო კახასთვისაც”.
დავით
20 აგვისტო 2020 01:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული