მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ცხადია, ამ გუნდის თამაში საფუძვლიანად არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში აუცილებლად ვნახავთ მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ზოგადი კომენტარის გაკეთება შემიძლია: მათ ყოველთვის ჰყავდათ კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები სულ შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ.

ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით", - უთხრა ნოვიკოვმა "დინამოს" პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, შეხვედრა 17 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის
სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
საზღვარს როგორც კი გადმოკვეთენ,იმ წამიდან მძლავრი საპროტესტო აქცია უნდა დავიწყოთ.როგორ შეიძლება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება.რომელიმემ რომ მოინდომოს და სასტუმროში სავარძელში ჩაჯდეს,სად მიდიხართ მერე.ამხ. ხოშტარიას ვინ გადაურჩება.სტადიონზე მაყურებლების მაგივრად ბევრი დიდი ბანერი გამოვფინოთ რომლებზეც მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის,ხრუშჩოვის, ბრეჟნევის,ელცინის,პუტინის და სხვათა დედიკოები იქნება ნახსენები მძიმე კახური ფორმებით.თუ ფორმების მოძებნა გაგიჭირდებათ,საკონსულტაციოდ ამხ. გაბუნიას მიაკითხეთ.სააკ..ნის პარტიული დროშებით შეიარაღება არ დაგავიჭყდეთ!
დ.დ.
05:18 01-09-2020
17
რუსებს უნდა მოვუგოთ ქართული ხასიათით.კი ჩვენზე მაგრად დარბიან მაგრამ ჩვენზე მაგარი ბიჭები არც ყოფილან და ვერც იქნებიან!
ნიკო
22:58 31-08-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული