მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ცხადია, ამ გუნდის თამაში საფუძვლიანად არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში აუცილებლად ვნახავთ მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ზოგადი კომენტარის გაკეთება შემიძლია: მათ ყოველთვის ჰყავდათ კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები სულ შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ.

ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით", - უთხრა ნოვიკოვმა "დინამოს" პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, შეხვედრა 17 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის
სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვიცი. ფავორიტები არ ვართ მაგრამ. აქ სული უნდა დავდოთ. იქნებ სასწაული მოვახდინოთ მოუგოთ ღირსებისთვისა ეს თამაში. ანწუხელიძე. ოთხოზორია ტატუნაშვილის სულის გამო საქართველოს გამო უნდა გავიმარჯვოთ. წარმატებები ლოკომოტვის. და საქართველოს
macbook pro
18:04 31-08-2020
9
აქაც ატყდა პოლიტიკა, და რო წავაგოთ??? შეურაცყოფა იქნება ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სულებისთვიის??? / სამწუხატოდ,მოსკოვის დინამო რო ფავორიტია ეხლა ამ შეხვედრაში ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს! /// არააა ზედმეტი წნეხი საჭირო, გავიდნენ და ითამაშონ ფეხბურთი, და ჩადონ სული და გული, ეგა საჭირო მარტო!!! /// მაგ ბიჭების ცოდვა კიდე არავის შერჩებათ, ცხოვრება ისეთია რომ ადრე თუ გვიან ყველას მიაკითხავს!! თავის გაფუჭებული საქმეებისთვის
Vasili
18:59 31-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული