უფრო რთული მეტოქე? ცნობილი გახდა, ვის შეხვდება "ლოკო" მოსკოველთა დამარცხების შემთხვევაში

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, ვის შეხვდება თბილისის "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემთხვევაში.

"რკინიგზელებს" კენჭისყრაში ნამდვილად არ უმართლებს, რადგან "დინამოს" ბარიერი თუ დაძლია, მე-3 ეტაპზე გასვლაზე, დიდი ალბათობით, ლა ლიგის მეშვიდეადგილოსან "გრანადასთან" მოუწევს თამაში, რომელიც მეორე ეტაპზე ალბანურ "ტეუტას" ეთამაშება.

რომელი უფრო ძლიერი გუნდია - რუსეთის პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გასული "დინამო" თუ ლა ლიგის დასრულებულ სეზონში ცხრილის მე-7 პოზიციის მფლობელი "გრანადა", ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა თბილისელებს რომ ურთულესი გზა ხვდათ წილად, ეს ნათელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სხვათა შორის თბილისის ლოკომოტვის ახალგაზრდული გუნდი 8 წლის წინ შეხვდა მოსკოვის დინამოს ახალგარდულ გუნდს ბარსელონაში და 4:0 დაამარცხა. იმედია, ისეთივე შემართებით ითამაშებემ, მოთ უმეტეს, რომ გუნდში მაშინდელი გუნდის მოთამაშეების ნაწილი დარჩენილია.
gogi
23:13 02-09-2020
1
ხო ისე რაღა რჩება დინამო მერე გრანადა ქვეჯგუფი და მერე ფინალიც ახლოსაა ჯარისკაცი რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს ის სამშობლოს ვერსდროს დაიცავს.
samtredski
22:04 01-09-2020
1

სიახლეები პოპულარული