უფრო რთული მეტოქე? ცნობილი გახდა, ვის შეხვდება "ლოკო" მოსკოველთა დამარცხების შემთხვევაში

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, ვის შეხვდება თბილისის "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემთხვევაში.

"რკინიგზელებს" კენჭისყრაში ნამდვილად არ უმართლებს, რადგან "დინამოს" ბარიერი თუ დაძლია, მე-3 ეტაპზე გასვლაზე, დიდი ალბათობით, ლა ლიგის მეშვიდეადგილოსან "გრანადასთან" მოუწევს თამაში, რომელიც მეორე ეტაპზე ალბანურ "ტეუტას" ეთამაშება.

რომელი უფრო ძლიერი გუნდია - რუსეთის პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გასული "დინამო" თუ ლა ლიგის დასრულებულ სეზონში ცხრილის მე-7 პოზიციის მფლობელი "გრანადა", ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა თბილისელებს რომ ურთულესი გზა ხვდათ წილად, ეს ნათელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისა და... ფინალში ვინ შეხვდათ?
ფეოლა
17:26 01-09-2020
1
მოიცა და თქვენ უშვებთ თეორიულ შანსს რომ ლოკომოტივი მოუგებს დინამო მოსკოვს და ცალსახად გადაწყვიტეთ გრანადას შეხვდება? მაგ შანსითვე იქნებ და გრანადა ალბანურ გუნდთან ტეუტასთან წააგებს სტუმრად და ტეუტას შეხვდება ლოკო? :)
ფსშვიუ
16:21 01-09-2020
5

სიახლეები პოპულარული