ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
აბა ხელი აწიეთ,რამდენმა დააკომენტარეთ ჭიას ვინც აგინებდით არარატთან წაგების შემდეგ.
:-)
18 სექტემბერი 2020 07:41
0
იქ სხვა რამისთვის აგინებდნენ,თამაშის გაყიდვას აბრალებდნენ,ესე მალე გავიწყდებათ ყველაფერი?თურმე არ გაუყიდია თამაში,თუ მაშინდელი გაყიდული გუშინ იყიდა?
:-)
18 სექტემბერი 2020 14:11
0
არარატთან სწორედ მწვრთნელმა წააგო, როგორ ათრევდნენ ბურთს და დრო გაყავდათ გახსოვთ? თავის მოჭრა იყო. შეცდომებზე ისწავლა ჭიაბრიშვილმა და ეს კარგია.
გენა
18 სექტემბერი 2020 12:21
0
ჭიაააააა!!! გაიხარეეე!!!!
სტიგ
18 სექტემბერი 2020 06:22
0
ამას ქვია მწვრთნელის გუნდი.პირველი ტაიმის ბოლო 15-20 წუთი,შეცდომა შეცდომაზე,ჯარიმა ჯარიმაზე და ყვითელი ყვითელზე იყო,ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ აუცილებლად გაგვიტანდნენ.მაგრამ შესვენებაზე მაგრად დაალაგა გუნდი მწვრთნელმა და სულ სხვა ფეხბურთი ათამაშა.მადლობა ჭიაბერაშვილს.ეს ის შემთხვევაა როცა შეგირდი მასწავლებელზე უკეთესი გამოდგა,გეგუჩაძეს ვგულისხმობ.ორივე თამაში პირადად ჭიაბერაშვილმა მოიგო.აღმოჩნდა რომ ერთერთი საუკეთესო სპეციალისტია დღეს საქართველოში.წარმატებებიიიი...რაც შეეხება გრანადას ეს უკვე ლა ლიგის გუნდია,ეს უკვე სულ სხვა დონეა...
master
18 სექტემბერი 2020 03:17
3
რა დამაძინებს ამსაღამოს.
status quo
18 სექტემბერი 2020 02:22
0
თქვენ გაიხარეთ ისე, როგორც ჩვენ გაგვახარეთ - ამაღამ გემრიელად დამეძინება!
ჭია, ამ თამაშის მოგებისთვის, შენ ჭია კი არა მარგალიტი ხარ ჩვენთვის :)
fani
18 სექტემბერი 2020 02:02
1
Pos Team P W D L GD Pts
1 Real Madrid (C)38 26 9 3 45 87
2 Barcelona 38 25 7 6 48 82
3 Atletico Madrid 38 18 16 4 24 70
4 Sevilla 38 19 13 6 20 70
5 Villarreal 38 18 6 14 14 60
6 Real Sociedad 38 16 8 14 8 56
7 Granada 38 16 8 14 7 56
ლაშა (გრანადა ხელწამოსაკრავი არაა)
18 სექტემბერი 2020 01:28
1
გრანადა წელს 6/7 ადგილზე გავიდა 56 ქულით სოსიედატთან ერთად და 4 ქულით ჩამორჩა მე-5 ზე გასულ ვილიარეალს. მაგათზე უკეთესი შედეგები კი იცით ვისაც აქვთ ლა ლიგაში. მიუხედავად ამისა მჯერა რომ ლოკო თავის სიტყვას იტყვის....
ლაშა
18 სექტემბერი 2020 01:25
1
ნამდვილად კარგი მწვრთნელია ჭიაბრიშვილი.ეტყობა გუნდს მწვრთნელი.ჩემი აზრით ნაკრების ქართველ სპეციალისტებში აუცილელად უნდა მოიაზრებოდეს.გრძნობს თამაშს და შეცვლებსაც დროზე და კარგს აკეთებს.წარმატებები.სწორი მიდგომით არც ალმერიაა დაუმარცხებელი.საშუალო გუნდია,მე მგონი დინამოს(მ) დონისაა,ასე რომ იცით ასეთი დონის გუნდების დამარცხების საიდუმლოება
კახა ქ.
18 სექტემბერი 2020 01:16
11
მადლობა მადლობა მადლობა, რაც მთავარია ფეხბურთი ითამაშეს
კობა
18 სექტემბერი 2020 01:04
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. ახალს ვერაფერს დავამატებ რაც უკვე ბევრმა თქვა.
უბრალოდ მინდა იმას გავუსვა ხაზი , რომ ჩვენს გამოხმაურებებს და ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს ბევრი კითხულობს როგორც მწრთვნელი ისე სპორტსმენი და მინდა თქვენ გითხრათ უღრმესი მადლობა რომ სწორი დასკვნები გამოიტანეთ და საქმით დაგვიმტკიცეთ თქვენი სიძლიერე და ბევრის მსგავსად ძმაკაცბს და ფედერაციებს არ გააპრავებინეთ საკუთარი თავი .
წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ლოკომოტივს, და მზად ვარ სამახსოვროდ ლოკოს მაისური შევიძინო თუ ლოკო გამოუშვებს
მიხაელ
18 სექტემბერი 2020 00:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული