საქართველოს ჩემპიონატზე, ნაკრებზე, ვაისზე, მაკედონიასთან მაყურებლის დასწრებაზე - ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

-ჩემპიონატის ახალ ფორმატზე გადასვლით, კლუბებს მივეცით წარმატების მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ ფორმატი ვერ იქნება შედეგის გარანტი. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ეს აშკარად უმჯობესი ფორმატია, თუმცა, ამ ყველაფერს სწორად გამოყენება სჭირდება.

თუკი კლუბებმა სწორად არ დაგეგმეს პროცესი, არაფერი გამოვა. სასურველია, გუნდის დაკომპლექტება, ახალი ტრანსფერების განხორციელება, ევრომატჩებამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულდეს, ეს პროცესი უშუალოდ თამაშის წინ არ უნდა ხდებოდეს. ზოგიერთმა გუნდმა სწორად გამოიყენა ეს ვითარება. მაგალითად,
მახსენდება საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც ისრაელის გუნდი დაამარცხა, სადაც მაშინ არ იყო დაწყებული ახალი სეზონი. თუკი ვინმე იტყვის, რომ წარმატების მიღწევაში მხოლოდ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი, კი, ბატონო, ხმას არ ამოვღებ... ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააზრებული იყო...

კლუბებს ისეთი რაღაცებით ვეხმარებით, რაც ჩვენი მოვალეობა საერთოდ არ არის, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრმა გადაცემული მოედნის მოვლაც კი არ იცის. შიდა ჩემპიონატი მხოლოდ ფედერაციის ძალისხმევით ვერ გაძლიერდება.

-როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყავით, განაცხადეთ რომ ყველაფერს გააკეთებდით, "ზესტაფონის" ელიტაში დასაბრუნებლად. კლუბი ფუნქციონერებს, მაგრამ ეროვნული ლიგიდან ძალიან შორსაა. რა გაკეთდა თქვენი მხრიდან დანაპირების შესასრულებლად და გაირკვა თუ არა, რა მოხდა მაშინ, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- კლუბის მხრიდან სულ გვესმოდა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ, თუმცა ეს არ გვინახავს. დღესაც იმავე აზრის ვარ, რომ "ზესტაფონი", თავისი ისტორიით, უნდა იყოს ეროვნულ ლიგაში. გულახდილად გეტყვით, ამ საკითხთან დაკავშირებით იმაზე მეტი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. აღმასკომი იყო შეკრებილი ერთადერთი საკითხის განსახილველად - "ზესტაფონის" მონაწილეობაზე ეროვნულ ლიგა 2-ში, მაგრამ... სამწუხაროდ, ისინი ამ შეკრებაზე არ მოვიდნენ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხონ, არიან თუ არა ისინი იმ აზრზე, რაც გულშემატკივრებს სურთ. "ზესტაფონის" მესვეურებს სურვილი რომ ჰქონოდათ, თუნდაც მხოლოდ სპორტული პრინციპებით, უკვე ეროვნულ ლიგაშიც იქნებოდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ LELO.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
Rogorc zestafonelebi gadaagdo, ise apirebs axla gldanelebis gadagdebas.
Urcxvi!
Kale
10:29 02-11-2020
6
პირველი რაც გააკეთა თავისი თანაგუნდელი, ნაკრებში რომ ერთად იყვნენ მწვრთნელობიდან გადააყენა ვითომ მაღალი ხელფასის გამო. მიზეზი კი მხოლოდ ის რომ ხელფასის ატკატზე უთხრა უარი ცხადაძემ.
ეს უწიგნური რომ მელიას არჩევნებს მოუგებს იქ დამთავრდა დემოკრატიაც, ქვეყანაც და ხალხის ღირსებაც.
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული