"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
მერე ფულს ვინ ჩაიდებს ჯიბეში ესეც კობიაშვილის სინდისზე იყოს ვთქვი და ვიტყვი ხარბებიხართ თანამდებობის და ფულის სხვისი წარმატება კი გკიდიათ მოშორფით ფედერაციიდან.
ლაშა
20 ნოემბერი 2020 16:54
2
სამაგიეროდ ფეხბურთის ფედერაციაში აქვთ ხელფასები
???
20 ნოემბერი 2020 16:46
0
პრემიებიც!
ქოცბი
20 ნოემბერი 2020 18:26
0
სირცხვილია ფედერაციის.. მოიკელით პრემიები და მიხედეთ ამ ახალგაზრდებს.. ეკუთვნით ეკიპირებაც, ნორმალური პირობებიც და ხელფასით.. გილოცავთ წარმატებას გოგოებო
geo-geo
20 ნოემბერი 2020 16:25
2
ბიჭების ნაკრებმა რამდენჯერ გაუცრუა იმედი გულშემატკივარს, ვინ დათვლის. ქათული ვაჟთა ფეხბურთი ერთი დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იდეალურ პირობებში ვარჯიშობენ და ხელფასსაც არავინ უგვიანებს. მიხედეთ ამ გოგოებს, შეუქმენით პირობები, ვისაც ეს გეხებათ! იქნებ ჩემპიონთა ლიგაც მოიგონ! მიდით გოგოებო, არ გაჩერდეთ! თქვენ ისეი ძლიერები ხართ, ყველაფერს შეძლებთ და გაახარებთ ქართველ გულშემატკივარს!
ქეთი
20 ნოემბერი 2020 18:17
4
პრობლემა სტერეოტიპებშია, აქ რომ მოგწონთ და ამ გოგოებს უჭერთ მხარს, რომელიმე ესწრებით გოგოების ფეხბურთს?? ქალთა ფეხბურთი სამწუხაროდ განსხავებით ფრენბურთისა და ხელბურთისაა არაა პოპულარული სპორტის სახეობა. გინდა მსოფლიო ჩემპიონატები აიღეთ ცოტა ხალხი დადის ქალთა ფეხბურთზე და ესეც პრობლემა არის. მიუხედავად ამისა, ამ გოგოებს უნდა შევუქმნათ ელემენტარული პირობები რომ განვითარდნენ და თავი პროფესიონალ სპორტსმენებად იგრძნონ, რეალურად კი დღეს ქართული ქალთა ფეხბურთი მოყვარულ დონეზე ჰყავთ დაფინანსების გათვალისწინებით. მსოფლიო ტოპგუნდებთან შედარებით როგორც რაგბშია აქაც ძალიან დიდი განსხავებაა, ბრაზილიის, გერმანიის ან მსგავსი ნაკრებები ორნიშნა ციფრით უგებს ძალიან ბევრ ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ გოგოებს.
zaza
20 ნოემბერი 2020 20:02
4
ამ დროს ქურდი ცესკოს შეფი მილიონერი გახდა!
gur
20 ნოემბერი 2020 17:13
9
აი ესაა საყვარელი საქმისთვის თავდადება და სიყვარული. წარმატებები!!! ფეხბურთის ფედერაციას ძინავს თუ ნაციონალები არიან ესენიც :))) თუ ეგრეა გვითხარით და ნაციონალებს უბალეშიკებთ აბა თქვენ არაფერში ვარგიხართ :))
Papuna
20 ნოემბერი 2020 16:52
4
თქვენ გენაცვალეთ გოგოებო რა მაგრები ხართ მიყვარხართ,გენაცვალეთ გულში და ჯიგარში! მიაქციეთ ყურადღება ვისაც გეხებათ თქვე მათხოვრებო,შეუწყვეთ ხელი რა გინდათ მართლა ასეთი უნამუსოები რატომ ხართ სირცხვილი არ გაგაჩნიათ???
გეგი
21 ნოემბერი 2020 01:20
0
... GFF გესმით???!!!
დათო
20 ნოემბერი 2020 16:42
1
დარწმუნებული ვარ შენიშვნასაც მისცემდენ გუნდის ხელმძღვანელებს გოგოების კომენტარების შემდეგ, ესე არ უნდა ელაპარაკათო.
misha
21 ნოემბერი 2020 01:18
2
რას წუწუნებენ? ვინ უნდა უხადის ხელფასი მაინტერესებს ძალიან. სახელმწიფომ?
ხო არ გაგიჟდით.
გენა
21 ნოემბერი 2020 10:00
9
ბიჭი ფეხბურთელები უნდა ამყოფო ასეთ მდგომარეობაში იძულებით, იქნებ მერე ითამაშონ!
გიორგი
20 ნოემბერი 2020 16:26
1

სიახლეები პოპულარული