"დახეული ბუცებით თამაშობდა ერთი გუნდელი, 4 თვის ხელფასი არ მოუციათ" - "ლანჩხუთის" ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა რუმინეთში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ "ტვ პირველთან" კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

"სულ სამი ოთახი გვაქვს. თითო ოთახში 3,4,6 ადამიანი ცხოვრობს. გაზის პატარა გამათბობელი გვაქვს და ძალიან გვიჭირს, რადგან გარეთ გვიწევს ბანაობა და ამ მიმოსვლის დროს ბევრჯერ გავციებულვართ.

მომდევნო ვარჯიშისთვის მოსამზადებლად სარეცხს გაზთან ვაშრობთ. ხშირად ხდება, რომ არც შრება. ბავშვებისთვის ჰიგიენის საშუალებები არ გვქონდა, აქ რომ წამოვსულიყავით და საერთოდ, 2 ფეხბურთელს ბუცებიც კი არ გააჩნდა. ბოლოს ერთმა იყიდა, მეორემ კი დახეული ბუცებით ითამაშა", - თქვა გუნდის
საუკეთესო ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ.

"ელემენტარული რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც სპორტული ტანსაცმელიც რომ მოეცათ... 4 თვის ხელფასი არ აგვიღია. კლუბის ხელმძღვანელობამ სესხი აიღო, რათა 2 თვის ხელფასი ჩაერიცხათ და აქ გამოსამგზავრებლად საჭირო ნივთები გვეყიდა", - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ია ალელიშვილმა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 36 /
ღრმა ძილში მყოფ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,გურულმა გოგონებმა, ფეხბურთში,ჩემპიონთა ლიგა მიაყენეს კარს,რო გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, თქვეს:ჩვენი ძილის დროს ეს რა ამბები დატრიალებულაო,გვერდი შეიცვალეს და ისევ ძილის მიცეს თავი,იმ იმედით,რომ ვაჟებიც მიაყენებენ ჩემპიონთა ლიგას ფედერაციის კარებს,თვითონ ძილს გააგრძელებენ და ექნებათ უდრტვინველი ცხოვრება.
თერჯოლელი
21 ნოემბერი 2020 11:09
0
და უეფასგან პრაის მანი, არ ეკუთვნით ამათ ? 100კ ევრო მაინც იქნება
zura
21 ნოემბერი 2020 12:48
0
კი მაგრამ ეგ თანხები ევრო სეზონის ბოლოს ირიცხება ანუ მაისში
mia san mia
21 ნოემბერი 2020 17:01
0

სიახლეები პოპულარული