უკვე უკეთ - "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" "კრასნოდართან" 2:3 დამარცხდა.

"კრასნოდარი" რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წამყვანი გუნდია, თუმცა ამ სეზონში სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობს, 19 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა და ლიდერ "ზენიტს" 11 ქულით ჩამორჩება. ვიდრე თბილისის "ლოკომოტივს" შეხვდებოდა, "კრასნოდარი" პირველი შემადგენლობით მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:4 დამარცხდა.

თბილისურ გუნდს "კრასნოდარი" ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა და კამბოლოვისა და კუტოვოის გოლებით დაწინაურდა. შემდეგ სიხრულიძემ ანგარიში შეამცირა. 34-ე წუთზე სულეიმანოვმა საჯარიმოდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 1:3 წააგო.

მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი
ინიციატივას დაეუფლა. მის შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა დარცმელია და მისი პასით შონიამ ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში "ლოკო" ბევრს უტევდა, მაგრამ მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო.

მიუხედავად დამარცხებისა, "ლოკომოტივმა" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის პროგრესი აშკარაა, თუმცა ჯერ მის თამაშში წუნი შეინიშნება.

14 თებერვალს თბილისის "ლოკომოტივი" იმ მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს "კრასნოდარი" 4:0 გაანადგურა.

"ლოკომოტივი" (თბ) (სასტარტო): მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, კახაბრიშვილი, სამურკასოვი, თ. კირკიტაძე, სიხარულიძე

სათადარიგოები: თევდორაძე, მჭედლიშვილი, ქველაძე, ანდრონიკაშვილი, კაშია, იმრანი, იაკობიძე, გავაშელიშვილი, ბუიღლიშვილი, მუკბანიანი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჭიაბრიშვილს რომ აგინებთ, უფრო პერსპექტიულს ვის ხედავთ. ცეცაძე საქართველოს საუკეთესო მწვრთნელია ალბათ. ეს რეალობაა და ამას ვერსად გავექცევით, მთელი ცხოვრება გინებაში და დეპრესიაში ვიქნებით. ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელიც ამ დონის ფეხბურთელებით ვერ დაგვიდებს ბევრად უკეთეს შედეგს. ყველაზე რეალურია ვისაც ასე განაღვლებთ აქაური ფეხბურთის დონე მოსთხოვეთ ფედერაციას ბავშთა ფეხბურთში თანხების გაზრდა. ასევე ღარიბი ოჯახის ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება რომ აიყვანონ საუკეთესო საფეხბურთო სკოლებში(თუნდაც საზღვარგარეთ). ასევე მოსთხოვონ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს(მათ შორის ფიზმომზადების) საერთაშორისო სერთიფიკატი.
mmm
12 თებერვალი 2021 13:09
1
რა უკეთ ნამუსი არაგაქვთ. კრასნოდარმა 10 წუთით ადრე ითამაშა. ეგიყო დუბლები. რას ბაქიბუქუბთ ერთი 18 წლის ბავშვებთან წააგეს
გიორგი
12 თებერვალი 2021 11:33
0
კრასნოდარის დუბლევის დუბლევთან რომ წააგებ, რომლის ფეხბურთელები 19-20 წლისანი არიან და რუსეთის პრემიერ ლიგაში სულ რამდენიმეს აქვს ნათამაშები და ისიც რამდენიმე წუთით /არცერთს სასტარტოში,შეგიძლიათ გადაამოწმოთ/რა უკვე უკეთზეა საუბარი,მართლა დებილები ხომ არ გგონივართ? რომ გვაბოლებთ.
me
12 თებერვალი 2021 11:04
4
ახია! მარბიოში არა, კატარში უნდა წასულიყავით ტოპ-კლუბებთან, მატრაბაზობა!
სერგო
12 თებერვალი 2021 10:41
2
უ-19 ცხრამეტან აგებთ და ამბიცია გაქვთ რომ გუნდი გერქვათ..ჭიჭიკო გუნდი ხართ ხემძღვანელობიანად..
lado
12 თებერვალი 2021 09:27
3
ukve kargia, ukve uket, chiabrichvili, dajeki dges 3 iani daimsaxure,,,,,,,
x
12 თებერვალი 2021 09:13
1
ვფიქრობ ამ თამაშში ორი სერიოზული შეცდომა დაუშვეს,ამიტომ წააგეს. სხვა მხრივ გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს,პრესინგი სწრაფი გადასვლა შეტევაში...ეპიზოდურად ძალიან მომეწონა გუნდი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
12 თებერვალი 2021 08:32
2
ლოკომოტივმა კარგად ითამაშა ორივე ტაიმში ბურთიც გაუგორეს კარშიც დაურტყეს სახიფათო მომენტებიც შეუქმნეს და გოლებიც გაუტანეს კრასნოდარს რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის მოწინავე კლუბია 100 მილიონი ბიუჯეტი აქვს და წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ითამაშა და ახლა ევროპა ლიგაზე აგრძელებს თამაშს. ლოკოს გათანაბრებაც შეძლო 1-1 ზე გავიდა ფეხბურთელი და ვერ გაიტანა ლოკომოტივი თამაშობდა ტექნიკურად კომბინაციურად ლამაზად და მე მომეწონა ლოკომოტივის თამაში გუნდი უტევდა და ცდილობდა მომენტების შექმნას აბა რაც დინამომ ითამაშა სოჭთან ეს რა იყოო?? წვალებაა არაფერი გამოუვიდათ დინამოელებს იმ თამაშზე და აქ ლოკოს თამაშით კმაყოფილი დავრჩი მე პირადად და ეს გუნდი თუ ასე განაგრძობს განვითარებას კარგ კლუბად ჩამოყალიბდება მომავალში და ჭიაბრიშვილის ხელი ნამდვილად დაეტყო ამ გუნდს წარმატებები ლოკომოტივს.
ჯონი
12 თებერვალი 2021 01:44
3
ვერ გაგიგია ძმაო კარგად. კრასნოდარი კი კარგი გუნდია მაგრამ ამათმა დუბლებთან წააგეს. კრასნოდარის ძირითადმა გუნდმა10 წუთით ადრე ითამაშა.
გიორგი
12 თებერვალი 2021 11:35
0
მეორე გუნდს ათამაშეს
ელგუჯა
12 თებერვალი 2021 10:45
2
კარგად ითამაშა ლოკომ მაგრამ კლასი დაკლდა ამ თამაშის მოსაგებად ქონდათ მომენტები მთლიანობაში კარგი გუნდი ყალიბდება დროა საჭირო და დარწმუნებული ვარ ჭიაბრიშვილი ღირსეულ გუნდს დაყენებს წამატებები ლოკოს
გიო
12 თებერვალი 2021 01:18
2
კატარში უნდა წასულიყვნენ, ტოპ-ლიბის გრანდები იქ გახლავთ, აბა მარბელა რა თქვენი საკადრისია))
საბა
11 თებერვალი 2021 23:43
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული