გიორგი ჭიაბრიშვილი: მოსკოვის "ლოკომოტივთან" ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის დაცვის თამაში

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "ლოკომოტივის" 4:0 დამარცხების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ვფიქრობ, მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩში, ტაქტიკური თვალსაზრით, რაც დაგეგმილი გვქონდა, უმეტესი ნაწილი გამოგვივიდა. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თამაში დაცვით ფაზაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპონენტში გეგმა 100 პროცენტით შევასრულეთ.

რაც შეეხება დიდი ანგარიშით მოგებას, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს მოსამზადებელი ეტაპია და ჩვენ წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. აქ სხვა მიზნით ვართ და მივყვებით ჩვენს გეგმას.

მოსკოველებთან მატჩით აქაური მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დავასრულეთ, ძირითადი
რაოდენობის თამაშები ვითამაშეთ და ეს ყველაფერი დიდი დატვირთვების, ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. ახლა ნელ-ნელა დატვირთვებს მოვხსნით და გადავალთ მომზადების ტაქტიკურ ნაწილზე, რომ თამაშის ხარისხი ავამაღლოთ და გუნდი თანაბრად ძლიერი იყოს როგორც დაცვით, ისე შემტევ ნაწილში".

მკითხველის კომენტარები / 13 /
საღოლ ლოკოს...რუსების რისხვა ხაართ,სულ მკიდია ვინ რა დააყენა,დაეყენებინა ვინც უნდოდა,რა ვინმემ დაუშალაა?მოსკოვის დინამოც ბავშვებით თამაშობდა რო ამოსდეს
საქმე
10:10 15-02-2021
0
წარმატებები ჭია,შენი სახით ძლიერი თანამედროვე მწვრთნელი ყავს საქართველოს.
გულშემატკივარი
08:52 15-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული