ცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

AutoSharing Option
ბაქოში ადგილობრივ "ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.

"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. "ნეფთჩიმ" პირველ მატჩთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მთლიანობაში ორ შეხვედრაში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში. უპატიებელი შეცდომები დავუშვით, რომელთა გამო წავაგეთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

დამარცხების მიზეზი? ვინმეს დადანაშაულება ძნელია. აქ ყველა დამნაშავეა. არც ერთი გუნდისთვის არაა დასაშვები ამდენი შეცდომის დაშვება", - ციტირებს ცხადაძეს azerisport-ი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამათმა ფეხბურთის თამაში არ იციან! იგივე შემადგენლობაა თითქმის რაც ფარერების კლუბთან, რო ასახელეს საქართველო...
ირაკლი
00:46 15-07-2021
1
კახა შენ თუ რა ხდება მანდ ეხლა ვერ ხვდები მაშინ ახია შენზე! სად მიხვედი? რა გინდოდა? რატო გაიჩალიჩე? ეხლა მაკაბიც ამოგტენით შინ და გარეთ და მერე გამოხვალ და იტყვი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ კონტრაქტიო, წარმატებებს ვუსურვებ დინამოსო, დაიხურავ ქუდს და წახვალ! ხომ იცოდი რო მაგ ფიფის ეს ფეხბურთი არ აინტერესებს! / სპორტალჯი რამდენი კომენტარი უნდა დაბლოკოთ? თუ კრიტიკული აზრი არ გაინტერესებთ მაშინ რა გინდათ საერთოდ? აღარც არავინ შემოდის ამ საუტზე, მგონი მარტო მე დავრჩი !
Vasili
00:58 15-07-2021
1

სიახლეები პოპულარული