"დილას" მწვრთნელი: მსაჯმა მეტოქეს პენალტი აჩუქა და თამაში გააფუჭა

AutoSharing Option
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკავალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "დილამ" სლოვაკური "ჟილინა" 2:1 დაამარცხა, თუმცა 2 მატჩის ჯამში ბურთების არასახარბიელო სხვაობის გამო მომდევნო ეტაპის საგზური დათმო. მატჩის შემდეგ მედიის კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მატჩი ჩვენი გუნდისთვის დიდი გამოცდილება იქნება:

"ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი განწყობილნი იყვნენ საბრძოლველად და კარგი თამაშისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, ვერ შევძელით პირველივე ტაიმში გოლის გატანა, რაც მატჩს სულ სხვა რელსებზე გადაიყვანდა.

აქვე
აღვნიშნავ, რომ მეტოქისთვის არანაირი შანსი არ მიგვიცია, თუმცა მსაჯმა, პირდაპირ ვიტყვი, მათ პენალტი აჩუქა. ასეთი მომენტებისთვის 11-მეტრიანი არ ინიშნება. მან გააფუჭა ეს თამაში. პირველ შეხვედრაში ძალიან უკმაყოფილო ვიყავი ჩემი გუნდის თამაშით, მეორეში კი პირიქით – ძალიან კმაყოფილი. ჩვენ მოვიგეთ მატჩი, მაგრამ, სამწუხაროდ, წავაგეთ ორმატჩიანი დუელი. თუმცა ისიცაა, რომ ამ თამაშებით ძვირფასი გამოცდილება შევიძინეთ".

fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დილას რამდენიმე პოზიცია ძალიან სუსტი აქვს, ლეგიონერების დონეც ძალიან დაბალია, შედეგიც ლოგიკური
6

სიახლეები პოპულარული