31 წლის ნახევარმცველ ზაქარია ბეგლარიშვილს ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა საჯაროდ გადასცეს და მას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. "ლევადიას" ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი, ამხანაგური შეხვედრა აქვს გამართული.
ბეგლარიშვილის გუნდი ესტონეთის ჩემპიონატს ლიდერობს, უკანასკნელ ტურში "კალიუს" 4:1 სძლიეს. "ლევადია" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ზაქარიას დიდი დამსახურებით (ორივე მატჩში გაიტანა) გავიდა და იქ ირლანდიურ "დანდალკს" დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ "ჯვაროსნების" რიგებში ბეგლარიშვილის დებიუტი სწორედ ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც კახა ცხადაძის გუნდი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.
ბელგარიშვილი ამ ქვეყანაში
2011 წლიდან ასპარეზობს, ცოტა ხნით კი ფინეთშიც გამოდიოდა. რაც შეეხება ესტონეთის ნაკრებს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ისინი ჯგუფის აუტსაიდერები არიან, უახლოეს შეხვედრაში, 2 სექტემბერს კი, ლიდერ ბელგიას უმასპინძლებენ.
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა