ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]

AutoSharing Option
31 წლის ნახევარმცველ ზაქარია ბეგლარიშვილს ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა საჯაროდ გადასცეს და მას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. "ლევადიას" ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი, ამხანაგური შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

ბეგლარიშვილის გუნდი ესტონეთის ჩემპიონატს ლიდერობს, უკანასკნელ ტურში "კალიუს" 4:1 სძლიეს. "ლევადია" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ზაქარიას დიდი დამსახურებით (ორივე მატჩში გაიტანა) გავიდა და იქ ირლანდიურ "დანდალკს" დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ "ჯვაროსნების" რიგებში ბეგლარიშვილის დებიუტი სწორედ ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც კახა ცხადაძის გუნდი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.

ბელგარიშვილი ამ ქვეყანაში
2011 წლიდან ასპარეზობს, ცოტა ხნით კი ფინეთშიც გამოდიოდა. რაც შეეხება ესტონეთის ნაკრებს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ისინი ჯგუფის აუტსაიდერები არიან, უახლოეს შეხვედრაში, 2 სექტემბერს კი, ლიდერ ბელგიას უმასპინძლებენ.


altქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში

altბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა



მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ და იმედია ხალხი არ გაუწყრება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული