თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფის „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს
გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.

ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი

მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)

მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი

მკითხველის კომენტარები / 45 /
დინბამო რომ ისევ შეგვარცხვენდა ვის ეპარებოდა ეჭვი?გეყოთ ჩვენ ნერვებზე თამაში, მოშორდეს ამ თავისთვისშეუფერებელ ადგილს ფიფია, ან სახელი მაინც გადაარქვით გუნდს
aleksandre
30 ივლისი 2021 09:35
0
დინამო ფიფიას და ფეხბურთელების გარეშე!
LIVERPOOL
30 ივლისი 2021 12:05
0
შეგვარცხვინა არა კვახი. ამათ არ რცხვენიათ, ჩვენ რა გვაქვს სადარდებელი.
პელე
30 ივლისი 2021 02:10
1
გაუჭირდებოდათ
აბააა
29 ივლისი 2021 23:42
0
არ შეიძლება წელიწადში 2 ჯელ გუნდის დაშლა და ახლიდან აწყობა. მემგონი რაღაც რეგულაციები უნდაწესდეს და ასეთი პოლიტიკის გუნდები არ გავუშვათ უეფას თამაშებზე. ლოკომოტივი რომ ყოფილიყო დინამოს ადგილას ნეფჩის და მაკაბის ორივეს გაივლიდა.
იაგო
30 ივლისი 2021 09:15
2
შეგვარცხვინა არა კვახი შეეგუთ ესა რეალობა და ნორმა. თავს როუქნევთ ეროვნული ლიგის მოგებაზე და დონეს აწევაზე.ჯერ სადახართ ფსკერს გახვრიტავს
beqa
30 ივლისი 2021 12:11
1
Kargi batono menejmenti fifias bralia da jilka, shemarteba da a.sh es visi bralia? Es benio vin aris da sad naxet? Aget chemi mezoblis bichi itamashebs uket da gulianad, ra ubedurebaa
Milani
30 ივლისი 2021 07:21
1
ყოველივე რაც ხდება, არაკომპეტენტურობის ბრალია. ფულიანი ტიპები, მაგ. ფიფია, იაშვილი, თოფურია და კიდევ ბევრი ყიდულობენ კლუბებს და მხოლოდ ფინანსურ პრიზმაში უყურებენ. რუსები ამას უწოდებენ "нефутбольные люди шарят в футболе", იმის ჭკუა მაინც არ ყოფნით რომ მცოდნე, პროფი მენეჯერი აიყვანონ, ამათ ეგეთი ან მწვრთნელი გონიათ ან ზედმეტი კაპიპის გადახდა არ უნდათ.კი ბატონო ინგლისის ბევრი კლუბი არაბი შეიხების საკუთრებაა, მაგრამ ისინი არანაირად არ ერევიან კლუბის შიდა საქმეებში, მათ აყვანილი ყავთ სამწვრთნელი შტაბს გარდა, სტაფი, რომელიც მართავს კლუბს და მხოლოდ მაღალპროფესიონალწბს ეთქმით იქ სიტყვა. აქ? რომკა-მიშკა-გრიშკა და მიდიიი!!!)))
გიგა
30 ივლისი 2021 12:51
1
მართლაც შესაცვლელია საბჭოეთის დროინდელი სახელწოდებები,რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,რომ წინა თაობების ფეხბურთელების დამსახურებით დღემდე ხალხისთვის უსაყვარლეს თბილისის "დინამოს"არ ეკადრება ასეთ მდგომარებაში ყოფნა.
!!!
30 ივლისი 2021 11:28
2
მერამდენედ?!!!!!!!!!!!
მერამდენედ?!!
30 ივლისი 2021 17:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული