"სივასპორის" მწვრთნელი: ბათუმის "დინამოს" ახლა კარგად ვიცნობთ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "სივასპორის" მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია. სახიფათო გუნდია, რომელიც გასვლაზე ძალიან კარგად თამაშობს. შესაბამისად, ზომებს მივიღებთ.

თუ სათანადოდ ვერ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენი სათამაშო დისციპლინა დაირღვევა, შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. ჩემი აზრით, ძალიან რთული მატჩი გველის. ყველა ასეთ მატჩს ისე ვუყურებთ, როგორც ეროვნულს. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის ვითამაშებთ, რომელთაგან შორს ვიმყოფებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვართ. ჩვენი ერთადერთი მიზანი კარგი
შედეგის მიღწევაა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბედს შემთხვევას არ მივანდობთ. "დინამოსა" და მის ფეხბურთელებს ახლა ძალიან კარგად ვიცნობთ.

გვაქვს უპირატესობა, მაგრამ ამის იმედად არ ვიქნებით. ჩვენი ერთადერთი მიზანია გულშემატკივრებს გამარჯვება ვაჩუქოთ. მოცემულ მომენტში მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. ყველა ფეხბურთელის შემცვლელი გვყავს. თუ წარუმატებლობას არ განვიცდით, ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ევროთასებსა და ჩემპიონატზე კარგად ვიასპარეზოთ. ამ რაუნდის გადალახვის შემთხვევაში, ინტენსიურ მატჩთა გრაფიკი გველოდება. ეს რთული პერიოდი იქნება. მე ჩემი გუნდის მჯერა. მხოლოდ მოულოდნელი ტრავმების შიში მაქვს. ვთვლი, რომ თუ ეს არ მოხდება, ყველა ტურნირზე კარგად ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი ცუდი არაა და აუცილებელიც არის ბავშვთა ფეხბურთში ფულის ჩადება მაგრამ დღეს თურქული ფეხბურთი დგას არა ბავშვთა ფეხბურთზე არამედ ლეგიონერებზე.. ლეგიონერებზე დგომა ნებისმიერს შეუძლია მთავარია ფული გქონდეს.. ნიჭს ფულით ვერ იყიდი და ვერც მოიპოვებ.
რომა
13 აგვისტო 2021 13:33
0
ჩვენც ვიცნობთ ,,ბარსელონას,, ,,რეალს,, ,,ბავარიასა,, და ,,ბაიერნს,, ,,ინტერს,, და ,,პსჟ,,-ს მერე რა? მოვუგებთ:))))
gurulo
12 აგვისტო 2021 16:02
0
რეპორტაჟი რომელ არხზეა?
ზურაბი
12 აგვისტო 2021 10:23
0
უფროსი თაობის გულშემატკივრებს გვახსოვს 20-30 წ.წინ, როცა აქ ყიფო და ის ოქროს თაობა იყო, თურქული ფეხბურთი "0" იყო, აი როგორც ჩვენ და პარაშუტით ხტომა,შეიცვალა მიდგომა, ძალიან დიდი ფული ჩაიდო, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში,(დაახლ.2 მილიარდი) და შედეგიც მიიღეს. დღეს სრულიად არასაფეხბურთო ქვეყანა ერთ-ერთი ანგარიშგასაწევ საფეხბურთო ძალად ჩამოყალიბდა. ნუთუ ჩვენ ამხელა ტრადიციების და ისტორიულად ფეხბ.ვარსკვლავთა სამჭედლო ვერ მო
ვახერხებთ მინ.დანახარჯით რეაბილიტირებას. ვიძახით დაბალი დონის ჩემპიონატზე და ფეხბურთელთა მოუმზადებლობაზე და საიდან? ვინ მოამზადებს, ეს ნიჭიერი ბავშვები, ძირითადათ უვიცი მწვრთნელების ხელში ვერაფერს იღებენ, თითო ოროლა ბავდის გაგზავნას ევრ.საფეხბურთო სკოლებში სურათს ვერ ცვლის, იქ უნდა მიდიოდნენ როტაციით ქართველი მწვრთნელები და კლასს იმაღლებდნენ, რომელიც ჩამოვა და თაობებს გაზრდის, წელიწადში 4-5 მონდომებული მწვრთნის მივლუნება 3-6 თვით დიდი დიკეთის მომტანი იქნება.
ლაშა
12 აგვისტო 2021 09:13
0
ბოლო 30 წელში აართულ ფეხბურთშიც ჩაიდო 2 მილიარდიც და მეტიც, მაგრამ უმეტესი ნაწილი ვიღაცვიღაცეების ჯიბეებში წავიდა ალბათ და ეხლა რასაც გინდათ იმას დააბრალეთ
???
12 აგვისტო 2021 10:25
0
ამ ინტერვიუდან ცალსახად ჩანს, რომ სივასპორს კონფერენსლიგის ინტერესი არ აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ხვალინდელ თამაშს წააგებს და ბათუმი გავა შემდეგ ეტაპზე!
ზიგმუნდ ფროიდი
11 აგვისტო 2021 23:11
7
და საბოლოოდ ბათუმი მოიგებს ლიგას
ავლიპი ზუარაბაშვილი
11 აგვისტო 2021 23:30
0

სიახლეები პოპულარული