"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.
ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."
ცხადაძის გაგდებით უკეთესი რომ მოეყვანა კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს. რას დაამგვანეს ქართული ფეხბურთი ამან, მისმა უწიგნურმა გუნდმა და იმან ზემოთ რომ ყავს გლავარი
შოთა რომ არ დათხმდა მწვრთნელობას ეგ გასაგებია ისეთი რაღაც იკადრეს კობიაშვილმა კალაძემ არჩევნებზე რომ ამის შემდეგ საერთოდ არაა გასაკვირი მისი უარი მაგრამ ნუ მაინც საქართველოს ნაკრებია და როცა სჭირდები ნაკრებს ვფიქრობ მაინც უნდა დათახმებოდა და თუ ვინმე ჩაერეოდა და ხელსშეუშლიდა მუშაობაში მაშინ წამოსულიყო ნაკრებიდან არადა ხო ვიცით რომ შესთავაზა კობიაშვილმა მწვრთნელობა კობიაშვილი იქით იყოს გულშემატკივრის აბსოლიტურ უმრავლესობას უნდა რომ შოთი იყოს ნაკრების მწვრთნელი და ესე ხელაღებით უარი მე პირადად მეწყინა შოთისგან როგორც ერთ ერთ რიგით გულშემატკივარს.
ეტყობა თანამდებობა და დეპუტატობა თავში აუვარდა.ცოტა მეტი ურთიერთპატივისცემაა საჭირო, მითუმეტეს ერთი თაობისანი არიან.
რა დროს კომფლიქტობანაა. მიხედეთ ქართულ ფეხბურთს.