![](https://sportall.ge/pictures/image5/c7774a630a859dbc286e4094afb6922b.jpg)
საქართველოს ქალთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ფინეთთან 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე მარცხი განიცადა (პირველი მატჩი შვედეთთან 0:4 წააგო) და 26 ოქტომბერს გასვლაზე სლოვაკეთს შეხვდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ფინეთი 0:3
გოლები: 0:1 სალსტრიომი (17), 0:2 ფრანსი (68), 0:3 ალანენი (71, პენ)
საქართველო: სუხაშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე, ჩხარტიშვილი (ქადაგიშვილი 90+1), მატვეევა, პასიკაშვილი (გორგაძე 84), თოდაძე (ჯანიკაშვილი 72), ბაქრაძე, დანელია, ჭიჭინაძე (წოწერია 90+1), ხაბურზანია (ბოლქვაძე 84)