საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთს ისევ ვერ მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ - 2:2 ითამაშა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე შოთა თოფურიას ჩაწოდებული კუთხურით არჩილ სებისკვერაძემ ისარგებლა და ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აღადგინეს, მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ყირგიზეთის ნაკრებმა დაწინაურება შეძლო. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ხუთი მოთამაშით უტევდა. სტუმრებმა ბურთის ჩაჭრა მოახერხეს და აზატ ისაბეკოვმა ცარიელ კარში გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, 31-ე
წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ, თავისივე წამოწყებული სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

​საქართველო: ბუკია, თოფურია, სებისკვერაძე, კეკელია, თოდუა

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია​, ვილიანი​, ქურდაძე, გიორგაია, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ზუნტუროვი​​, ღავთაძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ყირგიზეთი: ერმოლოვი, მახამადამინოვი, ალიმივი, აბდილდაევი​, აბდიჟალილ უულუ

​სათადარიგო შემადგენლობა: აკმატალიევი, ისაბეკოვი, იმანალიევი, დანიარ უულუ, სულაიმანბეკოვი, ასკარბეკოვი​, კუბანიჩოვი​, ისაბეკოვი

​მთავარი მწვრთნელი: ამირჟან მუკანოვი

​მსაჯები: ზვიად ბლიაძე, დავით ახვლედიანი, არსენ ნონიკაშვილი, გრიგოლ ბლიაძე

​გაფრთხილება: კეკელია (27:32'), აბდიჟალილ უულუ​ (35:08)

​გოლები: 1:0 სებისკვერაძე (01:45'), 1:1 ღავთაძე (19:25'), 1:2 ისაბეკოვი (29:32'), 2:2 კურტანიძე (30:32')

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 15-16 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, არსებობის განმავლობაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრაზილიელები არ იყვნენ
0
ვავა! რა ხდება
თენგაბი
04:07 23-12-2021
0

სიახლეები პოპულარული