აზაროვი "ოლიმპიაკოსში" ისევ აინტერესებთ - "უკეთესი შეთავაზება დასჭირდებათ"

AutoSharing Option
ბერძნული Sportdog-ი ირაკლი აზაროვის მიმართ "ოლიმპიაკოსის" დაინტერესებაზე კიდევ ერთხელ წერს:

"ბერძნული გრანდის მთავარი მიზანი მარცხენა მცველის შეძენაა. ახლა მთელი ძალისხმევა "პარმას" 20 წლის ფეხბურთელ ვასილის ზაგარიტისზეა, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

"ოლიმპიაკოსში" ირაკლი აზაროვზე ისევ ფიქრობენ. შესაძლებელია, ქართველმა ფეხბურთელმა თურქული "ტრაბზონსპორიდან" გაუმჯობესებული წინადადება მიიღოს, ხოლო, თუკი საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერი მის შეძენას გადაწყვეტს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი პირობების შეთავაზება დასჭირდება."

შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ფლანგელის თურქეთში ტრანსფერის ჩაშლის მიზეზად პირობებზე შეუთანხმებლობას ასახელებენ.

altბომბი-ტრანსფერი აზაროვის ნაცვლად - "ტრაბზონსპორი" მარსელოს უმიზნებს

altაზაროვის "ტრაბზონსპორთან" ტრანსფერი შეჩერებულია

alt

61saat: აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემაა - ბათუმის "დინამომ" ფასს მოუმატა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგადად სამწუხაროა, რომ ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი (ალბათ რამდენიმე გამონაკლისით) ფულზე შეყვარებული ეგოისტი აგენტების ხელში ხვდება :|
რამდენი ფეხბურთელი გვეყოლებოდა ტოპ-ლიგებში, მათ, რომ საშუალება ჰქონდეთ ნორმალურ საერთაშორისო სააგენტოებთან ითანამშრომლონ ახალგაზრდობიდანვე...
Just Georgian
15:01 08-01-2022
0
იცით სად წავა? სადაც ჯუღელი ეტყვის! იცით რატომ? იმიტომ,რომ მთავარია კაი მაყუთი მოჭრას და თუ გინდათ ბამბიქტონი ათამაშეთ! კვარაცხელიაც იმიტომაა ჩუმათ! და სხვა ქართველი ფეხბურთელწბიც მასე იზამენ,იმიტომ,რომ ძალიან შიათ!!!
ზურა
01:37 08-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული