მარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსულმა Sport24-მა მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელ კონსტანტინე მარადიშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის ნაწილია, სადაც 21 წლის ნახევარმცველი საქართველოს ირგვლივ საუბრობს:

"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...

დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...

ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.
ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო.
რთულია, ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს...

Sportall.Ge

რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან... 

"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...

2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.

altიაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

altცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს ბიჭი უნდა წამოვიყვანოთ აუცილებლად
გოგა
10 იანვარი 2022 14:44
2
ტიპი რუსობდა, რუსობაზე თავს დებდა მარა მაინც ქართული გვარი რო აქვს მარადიშვილი და მარადოვად არ გადაიკეთა მაგის გულზე გააგდეს. მოიშორეს ვერ აიტანეს. მერე მიხვდა და დეპრესია დაეწყო. და ბევრ რამეზე თვალი აეხილა როგორც ჩანს. ანანიძეს გვარი არ ეწერა მაისურზე "ჟანო" დააწერეს და ქართული გვარი დაუმალეს და მაგიტომ ექაჩებოდნენ რუსეთის ნაკრებში მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. კვარაცხელიას გვარი იაზე მთავრდება მსოფლიოში კაციშვილი ვერ მიხვდებოდა რომ ქართველია რუსეთის ნაკრებში რომ ეთამაშა, მაგასაც მაგიტომ ებღაუჭებოდნენ მაგრამ ვერ მიიღეს. მესხი მესხი იყო და "მესკი" დ ასაღებდნენ. ეს კიდე მარადიშვილია იმენა შვილიზე უმთავრდება გვარი და ვერ "დამალავენ", თან ესეც ვერ მიხვდა რომ უნდა შეეცვალა და მოიშორეს გააგდეს. არადა ძალიან მაგარი მოთამაშეა მომავალი ამაზე უნდა აეწყოთ, თან რუსობდა ტიპი მზად იყო რუსეთში სათამაშოდ. მაგრამ ისეთი ღორები არიან რომ ესეც ვერ შეირგეს. საქმე იმაშია რომ, მარტო ტალანტების წაგლეჯვა კი არა გვარების რუსულად გადაკეთება და არარუსული წარმოშობის დამალვა უნდათ, რომ მსოფლიოში რუსები მაგრები გამოჩნდნენ და სხვა ერის გენეტიკა თუ ეხმარებათ ეგ არ გამოჩნდეს. აი ასე აზროვნებს "სტანდარტული" რუსების ტვინი. ამ დონეზეა მაგათი ფსიქოლოგია. უფრო სწორად ფსიქიკა. და ეს ფსიქიკა მათ გაანადგურებთ.
Fsiqiatri.
10 იანვარი 2022 14:43
11
ანანიძე გვარში სხვა პრობლემა ჰქონდა. სხვა მიმართულებით მიჰყავს ფიქრებით მოღლიცინეები და უაზრო ქილიკი და ბულინგი რომ აერიდებინა, მაგიტომ დაიწერა ჯანო დარწმუნებული ვარ და არა იმის გამო რომ გვარი ძე-ზე მთავრდება.
ანანიძეს გვარში სხვა პრობლემაა
10 იანვარი 2022 18:06
0
)))) ეგრე პრიმიტიულადაც არაა საქმე რამდენი ერთი ჩამვთვალო ქართული გვარის რუსეთის ნაკრებებში
ელგუჯა
10 იანვარი 2022 16:13
0
ყველა გამოხმაურება
მე ამ ბიჭს როგორ მოვთხოვო საქართველოს სიყვარული თუ საკუთარ ოჯახში არ აღმოჩნდა მშობელი რომელმაც ასწავა ქართული ენა ქართული კულტურა და სამშობლოს სიყვარული ? მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი მოსკოვში მეგობრები მყავს იქ ქართველები და ძალიან სამწუხაროა რასაც ვხედავ იქ მყოფ ქართველებს უკვე რუსი ცოლები ჰყავთ იმათი შვილების 90% ქართულად ვერ ლაპრაკობს და 100% რუსულ კულტურასთან არიან შერწყმულები და ჩემი აზრით ეს არ არის რუსეთის ბრალი ეს არის იმ კონკრეტული მშობელის ბრალი რადგან თუ მშობელმა არ ასწავა შვილს მშობლიური ენა საკუთარი სამშობლოს სიყვარული პატიოტიზმი სკოლაში მასწავლებელი საფრანეგთიში რომ იყო ფრანგულად დაგელაპრაკება და გერმანიში გერმანულად პირველ რიგში ოჯახიდან უნდა ისწავლო სამშობლოს სიყვარული საკუთარი კულტურის და იდენტობის პატვისცემა და ბევრ ქართველსრუსეთში ეგ უკვე დაკარგული აქვს და იმათი შვილები ნახევრად რუსები არიან ხოლო იმათი შვილიშვილები ბოლომდე რუსები იქნებიან.
ებრაელებს სომხებს ამ საკითში ძალიან ჩამოვრჩეებით ებრაელი სადაც არ უნდა იყოს ან სომეხი თავის ისტორიას კულტურას ენას და ტრადიციებს არ კარგავს გადასცემს თაობიდან თაობას.
Gio
10 იანვარი 2022 13:58
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული