"ძირითადად, ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ და თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. შვებულების დროს შემიძლია ერთი ჭიქა ღვინო დავლიო. სეზონის განმავლობაში ამას საერთოდ არ ვაკეთებ...
დედა რუსია, მაგრამ შეუძლია ქართული კერძები მოამზადოს. ძალიან მიყვარს ჩახოხბილი...
ბევრი თავისუფალი დრო ისედაც არ მაქვს, ამას პანდემიაც დაერთო და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. იმედია, მომავალში შევძლებ.
ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ უნდა ვისწავლო.
რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო - მწერენ, რომ სურთ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და მეპატიჟებიან...
"ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ქართულის სწავლა უკეთ დავიწყე. მოსკოვის რესტორანში სახალისო ამბავი გადამხდა - ვიგრძენი, რომ ერთი გოგონა მიყურებდა და შემდეგ დამიძახა. ინტონაციის დონეზე ერთმანეთის ქართულის გვესმოდა...
2020 წლის ზამთარში ცსკა-მ ჩემი წაყვანა ძირითად გუნდთან ერთად არ ისურვა და ამით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დეპრესია დამეწყო. სერგეი ოვჩინიკოვი პირველივე დღიდან მეხმარებოდა და "ლოკომოტივში" დამკვიდრებაში ხელი შემიწყო."
გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მარადიშვილი "ლოკომოტივს" კარგად მოერგო და უკვე 2 გოლის ავტორია, როცა ცსკა-ში ეს მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა. "ლოკომოტივი" სეზონს 27 თებერვალს, "კრასნოდართან" სტუმრობით განაახლებს.
იაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...
ცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?
ებრაელებს სომხებს ამ საკითში ძალიან ჩამოვრჩეებით ებრაელი სადაც არ უნდა იყოს ან სომეხი თავის ისტორიას კულტურას ენას და ტრადიციებს არ კარგავს გადასცემს თაობიდან თაობას.