ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
უმადურობას აქვს ადგილი:( იმის ნაცვლად რომ პირველ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოვედით და ეგრევე მეოთხედფინალში გავედით!!! და იმის ნაცვლად რომ მივულოცოთ, შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ რა კომენტარებს ვაკეთებთ, ვერ ხვდებით რო ბიჭებს შეურაცყობთ?
sormona
29 იანვარი 2022 22:46
10
ხომარ უბაგუნებთ ხალხო რეებს ბაზრობთ? თქვენ იცით რამდეინაქვს ფუტზალის მოთამაშეს ხელფასი? მოგებაზე 50 ერიცხებათ და ესაა ხელფასი. ნაკრებში ქართველი ფეხბურთელები რომლებიც საქართველოში თამაშობენ 200-300 ლარიაქვთ ხელფასი. და დამატებითად მუშაობს ყველა სადღაც. და ამ ბიჭებმა ბრაზილიელების დახმარებით შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში არიან. ეპოპეაო დასრულდაო რო ოწერებით ვაფშე აზრზე ხართ რას და ვის ადარებთ ესპანელებს ათი ათასჯერ დიდი ხელფასი აქვთ ეს იმას ნიშნავს რო ესპანელები დღედაღამე ამ სპორტით არიან ფუტზალერებს ვგულისხმობ. ჩვენი ყველაზე მაგარი ბიჭები კი დაღლილები მოდიან და კიდე ვარჯიშობენ. პროსტა ხუთშაბათს პარასკევს და ორშაბათს ახალ სპორტის სასახლეში ამოდით და დააკვირდით ბიჭებს რა პირობაში თამაშობენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთი არ ამოხვალთ სამაგიეროდ პომენტარს დაწერთ ისეთს ამ ბიჭებს რომლებიც დალეწილი ფეხებით თამაშობენ მიწასთან გაასწორებთ. ამ ბიჭებმა შეძლეს შეუძლებელი კიარა ზე შეუძლებელი წარმოუდგენელი რამ. რუსეთთან სულ რო 100:0 წავაგოთ ეს ბიჭები არიან ლეგენდები. სანამ რამეს დაწერთ გადახედეთ როგორ უწევთ ბიჭებს ვარჯიში. წელიწადში კარგად წაიკითხეთ წელიწადში 29 კაციან გუნდა 50 ათასით რო დაფინანსდეს ბიჭები დისტრიბუციაში მუშაობის მაგივრად აქ ვარჯიშზე დაიხარჯებოდენ და აი ამ ყველაფრის მერე შეგეძლებათ გააკრიტიკოთ ჩვენი ლეგენდა ბიჭები და მწვრთნელები. ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ მე ხო ვიცი რის ფასათ და რის ხარჯზე ხართ მანდ მადლობა რო ათასჯერ ჩვენზე სრულყოფილი და მდიდარი ორი გუნდი გააკარით პარკეტზე❤️
ქომაგი1
29 იანვარი 2022 23:58
2
აკვირდებით, რომ ყველა პატარა წარმატების მერე ბაქი-ბუქს იწყებთ და ასეთი ჩასვრა გემართებათ ყველა სპორტში? ცოტა თავიდანვე რომ ადექვატური შეფასებები/მოლოდინები გააკეთოთ და ბავშვურად არ ავარდეთ, არ გინდათ?
odala
29 იანვარი 2022 23:16
9
რა გჭირთ, რატო იბოღმებით ესპანეთი ჯგუფის კიარა ჩემპიონატის ფავორიტია დასაწყისში სწრაფი გოლის შემდეგ გუნდუმოეშვა განაღდებულმა გასვლამ ცუდი სამსახური გაგვიწია მოეშვნენ და დიდი ანგარიშით არც წააგეს რათქმაუნდა ცუდია ოღონდ არაა ნაცრის თავზე დაყრა საჭირო , რუსეთთან შანსი 70/30 რუსების სასარგებლოდ დარწმუნებული ვარ გუნდი იბრძოლებს და მიუხედავად რა შედეგით დასრულდება მთელ გუნდს მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო სადებიუტო ჩემპიონატისთვის ცუდი ნამდვილად არ იყო სად გინახავთ ქართველების შემოტრიალებული თამაში მგონი ყაზახეთთან გვქონდა ბოლოს დიდ ფეხბურთში. წარმატებები და მეტი შრომა მეტი პროფესიონალიზმი კიდე ერთხელ მადლობა თავდადებისთვის სრულიად ნაკრებს მწვრთნელებს ფეხბურთელებს მთლიან სტაფს.
კახა
29 იანვარი 2022 23:41
1
გილოცვავთ ბიჭებო. თქვენ ისტორია დაწერეთ. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი ვინც იძახით, რომ უშანსოთ წააგენო, აბა ესპანეთთან ნეტა რას ელოდით!? მთავარია ხალხი ბოლომდე იბრძვის. აი ნახავთ რუსეთთან რა შედეგი დადვან ბიჭებმა. კიდევ ერთხელ წარმატებები ავთოს და მის კოლექტივს.
თემური
30 იანვარი 2022 10:16
2
აი დონე, აი რეალობა, აი ადგილი
დონე
29 იანვარი 2022 22:19
12
რამდენიმე დღის წინ დავწერე, ესპანეთი, პორტუგალია და რუსეთი სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და პირიქით. სწრაფი კონტრშეტევა მათი სტილია. შენც უნდა გადაეწყო, თუ სწრაფი და მობილური ფეხბურთი არ ეთამაშე, წააგებ. შეიძლება ათჯერ მოიგერიო, მაგრამ მეთერთმეტეჯერ მაინც შეგიგდებენ. ამიტომ, ბოლო ორი ფეხბურთელი ყოველთვის დაზღვევაზე უნდა თამაშობდეს და მეტოქეზე ადრე ჩამოდიოდნენ უკან. პირველი გოლი ასე გავუშვით, სწრაფ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს. მეორე, ბევრი ჯარიმა ავიკიდეთ და პენალტით გაგვიტანეს. შემდეგ სწორად მოიქცა მწვრთნელი, რომ ლიდერები დაასვენა.
რაც წავიკითხე და გავიგე ჩვენი ბიჭების სავარჯიშო პირობებზე, ძაან გულდასაწყვეტია. მართლაც გმირები არიან და ნუ ვლანძღავთ, პატივივი უნდა ვცეთ.
როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღატაკები და მათხოვრები?
თენგაბი
30 იანვარი 2022 01:31
0
რატომ წერს ქართველი იმას,რასაც წერს.ისტორიაში პირველად გავიდა ეს მშრომელი ხალში ფინალურ ეტაპზე.2 მოიგო,1 წააგო.1/4 ფინალში გავიდა.სამივე უნდა წაეგოთ და არაფერს იტყოდნენ მაშინ.ქართველი " ქომაგისთვის " კარგი თუ გინდა,არ უნდა მოიგო და გაახარო.ასეა ეს
არქიფოებს
30 იანვარი 2022 09:57
1
დაიწყეთ ახლა "ფედერაციასთან შევიკრიბოთ,გადადგეს კობი" და ა.შ.
მიხვდა ასათიანი რო აზრი არ ჰქონდა ძალების შელევას 0-8 თუ 3-4 მაინც რუსეთთან მოგვიწევდა ბრძოლა და ენერგია შეინახა,რაც სრულად ლოგიკურია.
ესპანეთთან თავი რო შეეკლა და ფრეს მიეღწია მერე ხორვატიაც მოგვიგებდა.
სამაგიეროდ ახლა რუსეთთან გაბრძოლება შეიძლება
Levani
29 იანვარი 2022 23:59
5
8: 0 რა ამბავია??!!
SILVERMARCS
29 იანვარი 2022 22:36
2

სიახლეები პოპულარული