"საბურთალომ" უზბეკურ გუნდს გულიაშვილის გოლით სძლია

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “საბურთალომ” მეორე ამხანაგური მატჩი უზბეკურ “ნასაფთან” გამართა და გიორგი გულიაშვილის მიერ გატანილი ულამაზესი გოლით, მეტოქე 1:0 დაამარცხა.

პირველი ნახევრის 28-ე წუთზე შეტევა ბაქარ ქარდავამ წამოიწყო. შემდეგ ნოდარ იაშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი გულიაშვილი გამოეხმაურა და აკრობატულ ნახტომში მეკარეს აუღებელი დაურტყა.

მეორე ტაიმში ირაკლი სიხარულიძის ჰქონდა ორამდე ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ერთი-ერთზე გასულს, მეკარემ არ გაატანინა. ერთ ეპიზოდში მეტოქე ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ შორი მანძილიდან დარტყმულს, მიზანი დააკლდა. საბოლოოდ 1:0.

მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8
თებერვალს ოდესის”ჩერნომორეცთან”გამართავს.

საბურთალო (სასტრტო): გოშაძე, იაშვილი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, გ. მამაგეიშვილი, ქავთარაძე, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი

მეორე ტაიმში შევიდნენ: ლეჟავა, ო. მამაგეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, უბილავა, ტაბატაძე, მამაცაშვილი, სიხარულიძე

fcsaburtalo.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული