არველაძე იმედგაცრუებულია - "ქულის მოპოვება შეგვეძლო"

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის ლიდერ "ფულემთან" (0:1) ალეკსანდრ მიტროვიჩის (31-ე გოლი მიმდინარე სეზონში) შედეგიანი დარტყმით მარცხის შემდეგ, "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ იმედგაცრუებულები ვართ. ქულა რომ აგვეღო, მჯერა, ყველა იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით...

ეს არის ფეხბურთი... ჩვენ ვეთამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდს. ისინი საუკეთესო გამტანები არიან. თუ მათ სტატისტიკას დააკვირდებით - სწრაფად თამაშობენ და ერთმანეთის ესმით...

ჩვენ ვცდილობდით მათ შეჩერებას, გუნდურად დაცვას და გუნდურად შეტევას, რამაც გამახარა, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მჯერა, რომ ქულის მოპოვება
შეგვეძლო.

ეს არის ჩემი გუნდის ხელწერა, სულისკვეთება და დამოკიდებულება, რომელიც მათ აჩვენეს.

დღეს ნამდვილად იყო დღე, როდესაც მე ბიჭებით ვამაყობ. ასევე, დიდ პატივს ვცემ გულშეატკივრების ძალისხმევას - ასეთ სიცივეში და სველ ამინდში ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ.

მათ ძალისხმევა დაინახეს, კარგი საფეხბურთო მატჩი იხილეს, სადაც ორივე გუნდი ლამაზი, მიმზიდველი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა."

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდი 15 თებერვალს "შეფილდს" ესტუმრება.

altშოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა


მკითხველის კომენტარები / 7 /
შეამოწმეთ თქვენი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონე საერთაშორისო მოთხოვნებს რამდენად აკმაყოფილებს და იმედგაცრუება ნაკლები იქნება...

სასტარტო სისწრაფე 30 მ-ზე დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით: 18 წლის და ზევით - 3,9;

სწრაფგამძლეობა: 18 წლის და ზევით - 10 კმ უნდა დაფაროს 40 წუთში.

ამის შესრულების შემდეგ ნებისმიერ გუნდთან ჩნდება მოგების შანსი, რადგან ფეხბურთელები ძალიან გვიან იღლებიან და თუ მოწინააღმდეგე იგივე დონეზე არ არის მომზადებული ბევრად ადრე დაიღლება - შესაბამისად შეცდომებსაც ბევრად მეტს დაუშვებს!
Guja Kakhadze
11:18 13-02-2022
3
კვარაცხელიაზე რომ ჰკითხა აზრი სიმეონეს და გაგვიზიარა, თავის თავზეც ჰკითხოს და ისიც გვითხრას. თუ კვარაცხელიაზე არის სიმეონეს აზრი საინტერესო როგორც ფეხბურთელზე, მაშინ ბატონ შოთაზეც გვაინტერესებს,როგორც მწვრთნელზე :)
Winter
14:02 13-02-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული