არველაძე მეკარისა და გამტანის პრობლემით - რათა დაქვეითების საფრთხე არ არსებობდეს...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალის" მეკარე მატ ინგრამი უკანასკნელი ტურის შეხვედრაში დაშავდა და გარკვეული დროის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. ამჟამად ლაზარეთშია სათადარიგო კიპერი ნათან ბაქსტერიც და გუნდი მხოლოდ 19 წლის ჰარვი კატრაიტიტის იმედადაა. ბრიტანული მედია წერს, რომ შესაძლოა, სასწრაფო წესით მეკარის იჯარით დამატება გახდეს საჭირო.

ამავდროულად, hulldailymail-ი მსჯელობს, რომ "ვეფხვებს" გატანა ძალიან უჭირთ და ქართველი სპეციალისტი ამ პრობლემაზე ბევრს მუშაობს:

"შოთა არველაძე ითხოვს, რომ "ჰალ სიტის" ფეხბურთელებმა თავიანთი საგოლე შანსები მაქსიმალურად გამოიყენონ, თუკი სეზონის პოზიტიური დასასრულით ტკბობა სურთ.

"ჰალმა" ქპრ-სთან (1:1) მიმდინარე სეზონში მხოლოდ
27-ე გოლი გაიტანა, როცა მარკუს ფორსმა "ვეფხვები" დააწინაურა.

ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ორჯერ არ დამარცხდა და ესაა ის გზა, რაც კლუბს აუცილებლად სჭირდება...

ქართველი სპეციალისტის კრებულზე ნაკლები მხოლოდ "ბარნსლიმ" (19) და "პიტერბრომ" (23) გაიტანეს. არველაძეს სურს, მეტი საგოლე შანსი შექმნან, რათა დაქვეითების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

"იმედი მაქვს, რომ ფორსი გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან ჩვენ გვჭირდება მეტი ზუსტი დარტყმა", - თქვა არველაძემ იჯარით აყვანილ ფორვარდზე."

ფორსზე, რომელიც "ბრენტფორდის" საკუთრებაა, შოთა დიდ იმედებს ამყარებს და 22 წლის ფეხბურთელმა მისი გამართლება დაიწყო. ყველაზე შედეგიანი  კი კეინ ლევის-პოტერია - 20 წლის შემტევის ანგარიშზე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასია. არველაძის "ჰალი" უახლოეს ტურებში აუტსაიდერებს - "ბარნსლისა" და "პიტერბროს" დაუპირისპირდება, სადაც გოლების გატანასა და გამარჯვებას აუცილებლად დაგეგმავს. 

altარველაძის "ჰალის" მეკარე მოედანზე უგონოდ დაეცა - შოთას კომენტარი [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია, მომავალი სეზონი ბევრად უფრო წარმატებული იქნება შოთისთვის და "ჰალისთვის".
tngh
14:12 21-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული