
"იმის თანახმად, რაც ცნობილი გახდა Il Mattino-ს დღევანდელი ინფორმაციით, "ნაპოლიმ" პრაქტიკულად განახორციელა ზაფხულის პირველი ტრანსფერი და ხელში ჩაიგდო ბათუმის "დინამოს" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია.
ფეხბურთელმა მიიღო ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის წინადადება - 900 ათასი ევრო 2027 წლამდე, აგრეთვე ბონუსები და საერთო ჯამში დაახლოებით 1.1 მილიონს გამოიმუშავებს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ კვარაცხელია
რაც შეეხება ფასს: "ნაპოლის" სურს ქართველი 9.5 მილიონად შეიძინოს და თანხა სამ ტრანშად დაფაროს. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები მალე დასრულდება".