ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

AutoSharing Option
2022 წლის 27 აპრილს გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატია გამოვაქვეყნეთ. მას ორი წლის შემდეგ განმეორებით, შეუცვლელად გთავაზობთ, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, "ჩაკვეს" თავს მოკლე დროში რამდენი პოზიტიური ცვლილება მოხდა, როგორ გამოასწორა მან ის სუსტი წერტილი, რაც ნახსენები გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა საუბარი "ძველ" და "ახალ" ჩაკვეტაძეზე მიდის... ყველაფრისთვის მადლობა ვლადიმირ ვაისს, ვინც გიორგის "სლოვანში" საჭირო დროს დიდი ნდობა გამოუცხადა და ინგლისურ ჩემპიონშიპს, სადაც "ჩაკვემ" ახალი უნარები შეიძინა. ჩვენ მის შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით!..

არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა ხსენებაზეც
გონებაში ესა თუ ის ეპიზოდი ამოგიტივტივდება. გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში ასეთი "ერთა ლიგის" სადებიუტო გათამაშების ჯგუფური ეტაპია, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, უბრალოდ, "იფრინა".

ვიცით, რომ "ჩაკვე" ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოხმაურებას აქტიურად ეცნობა და საკმაოდ ემოციურად აღიქვამს. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ გიორგის შესაძლებლობების ბოლომდე გვწამს, მაქსიმალურად გვინდა გავამხნევოთ, თუმცა ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, მასზე ბევრ საუბარს მაინც მოითხოვს...

"დინამოდან" წასვლა, ტრავმა და პოსტტრავმა

ვინც მაშინდელ ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებდა, შეუძლებელია ჩაკვეტაძე შეუმჩნეველი დარჩენოდა - ტექნიკით, სისწრაფით, ბურთთან განსაკუთრებული ურთიერთობით, დაფარული პასებით... რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა, რომ მისი წასვლის დრო არასწორად შეირჩა. კლუბი? მაშინ "ბაიერნზეც" იწერებოდა, მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ ასეთი საუბრები, ძირითადად, ჭორებს ეყრდნობა...

Sportall.Ge

ბელგიაზე სულ გვესმის, რომ ტოპ-ჩემპიონატებთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა ჩვენებურებს აქ ნაკლებად უმართლებთ. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.

გიორგის კარიერაში საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა სერიოზულად გარდამტეხი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მის შემდეგ ძველებური ჯერ ვერ დაბრუნდა...

ნაკრებისა და ფსიქოლოგიის მნიშვნელობა

ნდობის ფაქტორი ადამიანებისთვის უმნიშვნელო არასდროსაა. როგორც ჩანს, ჩაკვეტაძისთვის ამას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. როცა გიორგის საქმეები კარგად მისდის და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელზეც მწვრთნელი დიდ აქცენტს აკეთებს, თვითონაც გაცილებით ლაღი და თავდაჯერებულია.

ეროვნულ ნაკრებში "ჩაკვეს" დიდი როლი ჰქონდა და ეს მოკრძალებული ბიჭი ლიდერობის მისიას მშვენივრად ასრულებდა. ასევე, როცა "გენტში" მწვრთნელი "კარგი თვალით" უყურებდა, უკეთესიც იყო.

რთულია, გუნდის მწვრთნელისგან მოითხოვო, დიდი დრო მისცეს მოთამაშეს, რომელიც ახლად მომჯობინებულია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის მდგომარეობის გაუმჯობესებით თითქოს ნაკლებად იყო დაინტერესებული. არადა, თავის დროს გიორგი იმის გამო შეიძინეს, რომ მასში დიდ მომავალს ხედავდნენ.

რა მოხდა გერმანიაში?

"ჩაკვეს" "ჰამბურგში" გადასვლას აღფრთოვანებით შევხვდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელოვანი კლუბი ახლა ბუნდესლიგაში არაა. გიორგიზე გერმანული მედია საკმაოდ ბევრს წერდა, კლუბი სხვადასხვა ფორმით ამხნევებდა, დროც მისცეს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველ ფეხბურთელს  ბელგიური პერიოდიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდება, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში რთულია.

Sportall.Ge

ვნახეთ ჩაკვეტაძის თამაშები - რამდენჯერმე ტექნიკის დემონსტრირებაც შეძლო, გოლიც გაიტანა, გაღიმებული და მოტივირებული ჩანდა, თუმცა ჰამბურგელების საქმე კარგად არ წავიდა, ისინი მე-2 ბუნდესლიგიდან აღზევებას ვერ ახერხებენ და ეს საერთო დამოკიდებულებზეც იმოქმედებდა.

როცა ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში გადავიდა, წერდნენ, რომ ის ძირითადში მოსახვედრად სონი კიტელის კონკურენტი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, "ჰამბურგის" წარმატება დიდწილად სწორედ კიტელზე ყოფილა აწყობილი - როცა ის არ იყო, გუნდს გამარჯვების მოპოვება უჭირდა. იქნებ, მასთან ერთად, საკუთარი ადგილი გიორგისაც მეტად ეპოვა.

სუსტი წერტილები

რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის თამაშს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რასაც თანამედროვე მწვრთნელები ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, გვახსენდება "გენტის" რიგებში გიორგის გაძევების ეპიზოდი, საიდანაც იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ ჩაკვეტაძეს ართმევაზე თამაში უჭირს. ამ კომპონენტში სისუსტე სხვა შემთხვევებშიც გამოჩნდა. არავის უნდა ეგონოს, რომ ამის მიზეზი ისაა, თითქოს ნახევარმცველი ნაკლებად მებრძოლია; უბრალოდ, ეს მის ხასიათსა და სტილში გამჯდარი არაა.

მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ გერმანიასა და ნებისმიერ ტოპ-ლიგაზე, აქ მხოლოდ კარგი ტექნიკით, სისწრაფითა თუ პასით წარმატება რთულია, ორთაბრძოლებში ბევრჯერ უნდა შეხვიდე.

ტრავმისკენ ხშირი მიდრეკილება - კიდევ ერთი სამწუხარო საკითხი, რაც გიორგის ირგვლივ ხდება. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს პირადად მან, უბრალოდ სურვილია, რომ "ჩაკვე" ამით აღარ დაიტანჯოს. შეუძლებელია, ამის გამო მის სტაბილურობას საფრთხე არ ედგას.

მომავალი და სანიოლის როლი

ახლა ბევრი მსჯელობა მიდის იმაზე, გიორგი ბელგიაში უნდა დაბრუნდეს თუ ისევ წასვლას ეცადოს, თუნდაც მშობლიურ თბილისის "დინამოში". ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი რჩევა რთულია, ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს...

თუკი კლუბებზე ვთქვით, რომ ისინი საუკეთესოებს ეყრდნობიან, ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ტალანტები არ ჰყავს და მათ ფორმაში ყოფნას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის რამდენიმე გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ის ამ მხრივ ყველაფერს ზუსტად იაზრებს. ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც იყო ეპიზოდი, როცა მას წმინდა სათამაშო მიზეზებით არ დაეყრდნო, თუმცა გიორგიმ ეს თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ფრანგი სპეციალისტი "ჰამბურგის" შეხვედრასაც დაესწრო და "ჩაკვე" ძალიან სჭირდება.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმი არაა, 
ის ისევ ძველებური დაგვიბრუნდება.
ახლა ეს გიორგიმ ყველას უნდა დაუმტკიცოს!

altშანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

alt"ჰამბურგი" თასიდან გამოვარდა - ჩაკვეტაძეს 5+ წუთი აკმარეს

მკითხველის კომენტარები / 46 /
სამართალი თუ არის, წინ მაინც ვარსკვლავური კარიერა უნდა ჰქონდეს ჩაკვეტაძეს!
P.S უხდებოდა ასე თმები, რატო იხოტრავს მურთაზ დაუშვილივით.
.
09 ოქტომბერი 2024 04:33
1
ეს ძველი სტატიაა და სასიხარულოა,რომ ჩაკვე დაგვიბრუნდა.დარწმუნებული ვარ,ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ჩაკვე იმ მაქსიმალურისაგან,რისი მიღწევაც მას მომავალში ელის.
სოსო
07 ოქტომბერი 2024 18:24
0
ეს სტატია 2022 წ და შესაბამისად კომენტარებიც. ახლა სულ სხვა ჩაკვეა გიო და ამაზე ჩვენ ყველა ვაისს უნდა უმადლოდეთ. გვახსოვს გენტშიც, ჰამბურგშიც და ნაკრებშიც მწვრთნელების მაშინდელი უკმაყოფილება ჩაკვეს მიმართ. მაშინ ტრამვების შემდეგ რაღაც ისეთი მოხდა მის ფსიქოლოგიაში რომ თავის თავს არ გავდა. შრომაც ეზარებოდა. ვაისმა მასზე მოახდინა ზეგავლენა და ჩაკვემ დაიწყო თავის თავის პოვნა. ახლა ჩაკვეს გარეშე ნაკრების საასტარტო წარომუდგებელია. მეტიც მან იმუშავ თავის თავზე და ართმევებში ერთ ერთი საუკეთესოა. აღარ ვლაპარაკობ ბურთის ამოტანაში და მახვილგუნივრულ პასებზე, ასევე დრიბლინგიც, დარტყმებიც გააუმჯობესა. მჯერა ჩაკვე კიდევ მოუმატებს. წარმატება ჩაკვეს.
G.LA
07 ოქტომბერი 2024 17:38
0
არ უნდა ბევრი ფილოსოფოსობა ამას: ჩაკვეს ბელგიაში ვერ დაუსვეს დიაგნოზი სწორად. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არისო და ამ დროს გიორგის ფეხი სტკიოდა და არავინ არ უჯერებდა. მივიდა თუ არა პროფესიონალთან, ეგრევე დაუსვეს სწორი, სხვათა შორის სუულ სხვა დიაგნოზი და გიომაც გაიხარა, პრობლემაც ერთ კვირაში მოუგვარეს და მივიღეთ გაღიმებული და თავდაჯერებული ძველი ჩაკვე. ესაა და ეს.
SLR
07 ოქტომბერი 2024 15:48
0
იქნებ უფრო გაშალოთ,თქვენი კომენტარი?ამის შესახებ არ ვიცი და ჩემნაირი,სხვაც ბევრი იქნება.წინასწარ მადლობას გიხდით.
სოსო
07 ოქტომბერი 2024 18:20
0
ძნელია იმ დაკარგული დროს და ფორმის აკრეფა მარამ ჩაკვეტაძე არ ზარმაცობს შრომობს ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს ისეთს როგორშიც ოყო.რაც შეეხება ართმევაზე თამაშს ეს მისი მოვალეობა არ არის მაგრამ მაიმც საკმაოდ კარგია ართმევაზე, მისი სტილის ფეხბურთელი ართმევაზე თამაშით არ იზომება ესეც გასათვალისწინენელია.მაგალითად კაკა ართმევაზე სულაც სუსტი იყო მაგრამ უარი ამ ფეხბურთელზე არც რეალს, მილანს და ბრაზილიის ნაკრებს უთქვია.
ქომაგი
07 ოქტომბერი 2024 10:01
0
ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გაცილებით უფრო განვითარდება ფეხბურთელი, ვიდრე ინგლისში. კაფუმ სწორად აღნიშნა, რაც უფრო მეტი ბრაზილიელი მიდის პრემიერლიგაში სათამაშოდ, ბრაზილიის ნაკრები რეგრესის გზას ადგას. ინგლისში მეტ ფულს უხდიან ბარსას და რეალის გამოკლებით, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული პრემიერლიგიდან არცერთი ფეხბურთელი არ გამხდარა ოქტოს ბურთი ნომინაციაში გამარჯვებული! იხილე ბმული: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/
ცნობისთვის, არაბეთსა და აშშ-ში გაცილებით მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი წინა ორს ჯობია!
ლაშა
07 ოქტომბერი 2024 09:56
0
უბრალოდ გიწერია,რომ 90იანებიდან მოყოლებული არცერთი პრემიერლიგის ფეხბურთელი არ გამხდარა გამარჯვებულიო,რაც არაა სწორი მაგიტომ ჩამოვთვალე ეგ 2 კაცი.
მეზღვაური
07 ოქტომბერი 2024 22:21
0
მარადონა, ფიგუ, ზიდანი, ბრაზილიელი რონალდო, რივალდო, ჯორჯ ვეა, შევჩენკო, რაული, მესი, კანავარო, ბაჯო... რომელი უფრო მეტია?!
ლაშა
07 ოქტომბერი 2024 19:22
0
ყველა გამოხმაურება
აშკარად სხვაგან ხარ ავტორ , ჩაკის ართმევაზე თამაში ნაღდად არ უჭირს მეტიც საკმაოდ დახვეწა ეგ მომენტი , აი კარში ზუსტად დარტყმებზე სამუშაოა
ბათუმის დინამო
07 ოქტომბერი 2024 08:58
2
ჩაკვეტაძეს აქ ლაითი ფსიქოლოგია თორემ აქამდე უფრო მეტს მიაღწევდა
გიო
06 ოქტომბერი 2024 18:05
14
სასარგებლო სტატიაა. რაც მეტი იქნება ასეთი სტატიები მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის მომავალისთვის. კეთილგანწყობილი და კრიტიკული ერთდროულად, მიმართული საქმის წინ წაგდებაზე, განვითარებაზე.
გიორგი
06 ოქტომბერი 2024 15:36
1
ინგლისში ვერ განვითარდება ფეხბურთელი. გაიხსენეთ რა თქვა კაფუმ… რაც ინგლისში ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა მიგრაცია დაიწყეს ნაკრების რეგრესი თვალშისაცემიაო! ეს არის სიმართლე. იტალიის და ესპანეთის ლიგები ყოველთვის საუკეთესონი არიან!
ლაშა
06 ოქტომბერი 2024 14:36
3
იხილე ბმული: https://1tv.ge/news/kafum-premierliga-daadanashaula-imashi-rom-brazilias-msoflio-chempionatis-mogeba-ar-sheudzlia-1tvsport/
ცნობისთვის, არაბეთსა და აშშ-ში გაცილებით მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი წინა ორს ჯობია!
ლაშა
06 ოქტომბერი 2024 22:21
0
სად გითხრა კაფუმ ეგ სიტყვები?? ან სად ნახე ინგლისის პრემიერლიგაში ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები?? მიგრაცია ნიშნავს რო მინიმუმ ბრაზილიის ნაკრების ნახევარი ფეხბურთელები ჩავიდნენ პრემიერლიგაში სათამაშოდ და მე კიდე გეუბნები 2-3 კაცი დამისახელე ან დრო დამისახელე როდის იყო რომელ წლებში თამაშობდნენ პრემიერლიგაში ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად?? ვიღაც ჭ-კლასის ბრაზილიელები არ ჩამოთვალო ეხლა ნაკრების ხალხი ჩამოწერე
gel-100
06 ოქტომბერი 2024 20:39
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული