მესისა და ბენზემაზე წინ - კვარაცხელიასადმი ინტერესი იტალიაში უდიდესია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გადასვლა გადაწყვეტილია და როგორც ირკვევა, ქართველის მიმართ დაინტერესებას არა მხოლოდ ნეაპოლელი, არამედ საერთოდ, იტალიელი გულშემატკივრები იჩენენ.

spazionapoli.it-ი იტყობინება, რომ Transfermarkt.it-მა და calciomercato-მ ერთგვარი რეიტინგი გამოაქვეყნეს, თუ ვინ იყო აპრილში ყველაზე ხშირად ძებნადი ფეხბურთელი და პირველ ადგილზე ქართველი გავიდა, რაც ამ გამოცემებისთვის დიდი სიურპრიზია და მას უკვე "ნაპოლის" წევრად მოიხსენიებენ.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება

1. ხვიჩა კვარაცხელია (დინამო (ბთ), სატრანსფერო თანხა 16 მილიონი ევრო)
2. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი, 65)
3. ქარიმ ბენზემა (რეალი, 25)
4. დარვინ ნუნიესი (ბენფიკა, 40)
5. ლეო მესი (პსჟ, 60)
6. პაულო დიბალა (იუვენტუსი, 40)
7. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, 85)
8. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, 70)
9. ტემი აბრაჰამი (რომა, 45)
10. დივოკ ორიგი (ლივერპული, 12)

მკითხველის კომენტარები / 7 /
აგერ "თერჯოლელმა" კარგი რჩევა მისცა და ხვიჩას იტალიელებისათვის ადვილად გამოსათქმელი ზედმეტსახელიც წამოსცდა უნებურად: "მარგალ - იტო". როგორ ფიქრობთ ასეთი, იტალიურად ადვილად გამოსათქმელი და შინაარსით "მეგრელი - შვილი" ზედმეტსახელი არ მოუხდება კვარას?
ვაჟა მასწავლებელი
15:14 03-05-2022
9
ბენზემა სასწაულ ფორმაშია და 25 მილიონი ადევს ფასი. ზოგს ჯერ ისეთი არაფერი უკეთებია და 100 მილიონამდეა, უცნაურია და უსამართლო ეს სატრანსფერო ფასები.
Herbst
15:12 03-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული