ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გადასვლა გადაწყვეტილია და როგორც ირკვევა, ქართველის მიმართ დაინტერესებას არა მხოლოდ ნეაპოლელი, არამედ საერთოდ, იტალიელი გულშემატკივრები იჩენენ.
spazionapoli.it-ი იტყობინება, რომ Transfermarkt.it-მა და calciomercato-მ ერთგვარი რეიტინგი გამოაქვეყნეს, თუ ვინ იყო აპრილში ყველაზე ხშირად ძებნადი ფეხბურთელი და პირველ ადგილზე ქართველი გავიდა, რაც ამ გამოცემებისთვის დიდი სიურპრიზია და მას უკვე "ნაპოლის" წევრად მოიხსენიებენ.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება
1. ხვიჩა კვარაცხელია (დინამო (ბთ), სატრანსფერო თანხა 16 მილიონი ევრო)
2. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი, 65)
3. ქარიმ ბენზემა (რეალი, 25)
4. დარვინ ნუნიესი (ბენფიკა, 40)
5. ლეო მესი (პსჟ, 60)
6. პაულო დიბალა (იუვენტუსი, 40)
7. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, 85)
8. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, 70)
9. ტემი აბრაჰამი (რომა, 45)
10. დივოკ ორიგი (ლივერპული, 12)
იტალიელებმა მასე იციან
ჯერ მაღლა აგიყვანენ