ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
მიუხედავად ჩემი თქვენდამი(ჩვენს ბიჭებს, ვგულისხმობ) პატივისცემისა, ბათუმის მოგება მინდა!
გიორგის, წარმატებები.
100%
20:12 29-06-2022
0
მგონი საუკეთსო ვარიანტია.მწვრთნელი იცნობს,იცის რა შეუძლია.ერთმანეთსაც ენდობიან და ეს გაუადვილებს გახსნას.გვერდით კანკავა და კაშია რომ ეყოლებიან,რომც მოინდომოს,რეჟიმს მაინც არ დაარღვევინებენ,თქან გვერდით დაუდგებიან და დაეხმარებიან ადაპტაციაში.ასე რომ საიმედო ხალხის ხელშია.დარწმუნებული ვარ,თუ რაიმე შანსია,ათამაშების,ათამაშდება.სწორედ მაგარ თამაშს ვუსურვებ გიოს და მთელ სლოვანს.ბათუმელებთან თამაშის გამოკლებით.ჩვენი ბიჭების და ვაისის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,ბათუმელების გამარჯვების სურვილი,პირველ ადგილზეა.
სოსო
01:57 30-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული