ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
ანუ ვაისს შესძლებია 58 წუთზე 3 ცვლილების გაკეთება? აქ რა სჭირდა 87 წუთამდე რომ ითმენდა
Ddd
07 ივლისი 2022 00:56
0
ვატყობ ვაისს ქართველები შევიწირავთ ბოლოს :დ
რაბუ
07 ივლისი 2022 01:03
0
კაცნაკლული ქართული გუნდი 90-ე წუთზე უტევდეს ესეც ვნახე))მადლობა უფალო)
გიუᲨა
07 ივლისი 2022 09:11
0
ბიჭებო მადლობააა, სლოვაანნნ ბათუმში გელოდებით. welcome to the hell
Batumi90
07 ივლისი 2022 00:32
1
ყოჩაღ ბათუმის ფეხბურთელებს მართლაც კარგად გამოიყურებოდნენ თანამედროვე ფეხბურთი ითამაშეს, სულაც არეტყობოდათ კაცნაკლულები როიყვნენ,დარწმუნებული ვარ ბათუმში სულსხვა ატმოსფერო იქნებადა წარმატებას მიაღწევენ ბიჭები.ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა,კობახიძის გაძევება ალბათ უფრო გამოუცდელობის ბრალი იყო, ერთი ყვითელი ბარათი ქონდა და უფრო მეტი თავშეკავება მართებდა ორთაბრძოლებში,რაც უფრო მეტ თამაშს ჩაატარებენ ბიჭები ამ დონეზე გამოცდილებაც თავისთავად მოვა, მომეწონა მათი თავდადება და შემართება.არ შემიძლია არ ვთქვა კომენტატორებზე, როცა ქართული გუნდი თამაშობს და მოწინააღმდეგის თუნდაც ქართველ ფეხბურთელებზე ამდენი საუბარი აუტანელი და მიუღებელია,იმ ბიჭებზე არაფერს ვამბობ პროფესიონალები არიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ,ესეიგი როგორ უხაროდათ კაშიას,ჩაკვეტაძის და კანკავას კარგი პასები თუ მოქმედებები ბათუმელების წინააღმდეგ,ეს ნორმალურია?!არა ეს არაა ნორმალური ეს მხოლოდ და მხოლოდ არაპროფესიონალიზმია და ეს გაითვალისწინონ
ალიკა
07 ივლისი 2022 00:46
33
პირიქით ეგაა პროფესიონალიზმი.
._.
07 ივლისი 2022 01:45
4
ალიკა, ასპროცენტიანს ამბობ. ან ეს უაზრო წივილ-კივილი რატომ ითვლება კომენტატორობად, ეგეც გაუგებარია. ყველაფერთან ერთად ეს ვითომ-კომენტატორები 'პადხალიმებიც' არიან. უნდათ ასიამოვნონ ყველას, ფეხბურთელებს, მათ ოჯახის წევრებს და ამიტომაც არის რომ მათგან ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ გაიგებ ზოგადად ჩვენების შეცდომებზე ან ცუდ თამაშზე. კობახიძის მეორე ყვითელზე რა რეაქცია ჰქონდათ? - რას შვრება მსაჯიო?? :)
odala
07 ივლისი 2022 11:22
3
გეგუჩაძე საუკეთესო ქართველი მწვრთნელია!
კაპიტან გარდენბურგი
07 ივლისი 2022 01:20
2
ძალიან მომწონს ზოგადად ფეხბურთელის სითავხედე რაც აქ აზაროვს, ზურიკოს და კიდე რამდენიმეს. აი რომ არ ერიდებიან მოწინააღმდეგეს. მადლობა ბათუმს ასეთი ჟილკიანი თამაშისთვის ეს გუნდი ბევრს მიაღწევს. უკვე წარმომიდგენია ბათუმში რა ატმოსფერო იქნება.
რაბუ
07 ივლისი 2022 00:54
0
კარგი იყო, არაფრით ჩამორჩა ბათუმი, თუნდაც კაცნაკლულად, თუ არ ჯობდა კიდევ. არაფერი გადაულახავი ბარიერი ეს სლოვანი არაა, ბევრად ძლიერ გუნდს ველოდი. ვაისი რაც აქ იყო ისაა იქაც ჩვენდა საბედნიეროდ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს განმეორებით მატჩში, იმედია ასეთივე ყურადღებით მიუდგებიან საქმეს და მეტოქის დაუფასებლობას არ ექნება ადგილი. კვარაც რო ყოფილიყო დარწმუნებულივარ გაარღვევდნენ ამათ
nedved
07 ივლისი 2022 01:10
0
ეხლა ხომ მაინც გამოჩნდა რომ ვაისის დანიშვნას ბევრად ჯობდა გეგუჩაძე დაენიშNათ ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ევროპაზეც გავსულიყავით
სიმართლე
07 ივლისი 2022 01:12
5
ნაკრებში მწვრთნელობას განსხვავებული სპეციფიკა აქვს და ყველას არ გამოსდის.გია გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად იყო და ვერ ვიტყვი, რომ გამოუვიდა.თუმცა ახლა გაცილებით გამოცდილია და იქნებ სამომავლოდ, მისი დროც მოვიდეს.
სოსო
07 ივლისი 2022 10:22
0
სოსოს- ახალგაზრდულამდე დინამო თბილისს ედგა და უმაგრესად აათამაშა გუნდი, მერე რატომღაც კობიაშვილმა გადაიყვანა ახალგაზრდულში. მესმის ეტყობა უნდოდა რომ ვაისისთვის მოემზადებინა კარგი კადრები, მარა ამით დაკარგა ჩემპიონატმაც , კლუბმაც და იგივე ნაკრებმაც ბევრი. გეგუჩაძე ადრეც მაგრად აწყობდა კლუბებს , ძალიან სპეციფიურად შეკრულ გუნდს აყალიბებს, საინტერესო შემადგენლობებით, განსხვავებული ტემპერამენტის და მიდგომების ფეხბურთელებს კარგად უძებნის ადგილებს და ტაქტიკურადაც მაგარია. გადაწყობა შეუძლია სწორად , ზედმეტი ჩახუჭუჭებყლობების გარეშე. მარტივ, სწორ და ჭკვიანურ ფეხბურთა ათამაშებს
კაპიტან გარდენბურგი
07 ივლისი 2022 14:27
0
კუპატადძე იმენა ზლატანა კარებში ,
gia
07 ივლისი 2022 01:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული