ლაშა ნოზაძე: უნდა ვაჯობოთ მეტოქეს და გამარჯვებულები გამოვიდეთ

AutoSharing Option
დღეს AIR ALBANIA-ს სტადიონზე “საბურთალო” ალბანეთის “პარტიზანს” შეხვდება და წარმატებით თამაშს ეცდება. დღეს კი ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა:

- რას ელით “პარტიზანისგან” განმეორებით შეხვედრაში?
- მეტოქის რამდენიმე თამაშის მატჩი ვნახეთ, მათ შორის, ამხანაგურებიც. ვიცოდით, რომ დაცვიდან ითამაშებდნენ. ახლა საკუთარ კედლებში თამაშობენ და უფრო მეტად შემოგვიტევენ, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ისიც ვიცით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ გამოვალთ მინდორზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.

პირველ შეხვედრაში ის მატჩი ვერ ვითამაშეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა ვეცდებით
ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- მართალია, პირველ მატჩში დამარცხდით, მაგრამ თვლით თუ არა, რომ უპირატესობა მაინც თქვენს მხარესაა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ახლა გამოცხადდა პაუზა, ალბანეთში კი კარგა ხანია გაჩერებულია?
- ეს ფაქტორი არის გარკვეული უპირატესობა, თუმცა ყველაფერი ხვალ მოედანზე გადაწყდება. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ უნდა ვაჯობოთ მეტოქეს და გამარჯვებულები გამოვიდეთ.

- რა არის “პარტიზანის” ყველაზე ძლიერი მხარე?
- რაც პირველი შეხვედრიდან დავინახე, კარგად თამაშობენ კონტრშეტევაზე. ასევე, ჰყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი.

- “საბურთალოს” ტაქტიკა როგორი იქნება მატჩში?
– არ ვაპირებ დღეს მაგაზე საუბარს, თუ რა განლაგებით ვითამაშებთ და რა შემადგენლობით. შესაძლოა, პირველი მატჩის შემდეგ იყოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
დღევანდელ კონფერეცლიგაზე სხვა სტატია არ არის, ამიტომ აქ დავწერ. კვლავ არ მესმის რაღაც. დავიჯერო ფინეთის გუნდში სულ ზანგები თამაშობენ, მზეზე რომ აწყობდეთ თამაში? ასეა თუ ისე, ჩვენები უფრო შეჩვეული არ არიან სიცხეს, ვიდრე სუომელები? საღამოს 9 რომ ვნიშნავთ თამაშს, თავიდანვე მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს თუ რაა? ბევრი უაზრობა მაბნევს ამ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში, ბევრი...
alexandre
17:37 14-07-2022
0
გააღვიძეთ ეს ვინმემ,ხეჩოს უნდა რომ მოიგოს გუნდმა,არა არუნდა..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული