"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამატებით დროში ბათუმის "დინამოს" მარცხს (1:2) სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.

"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.

მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.

ეგ
შედეგია. მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.

თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.

PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.

altვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ

altგეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება

altბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 73 /
რატომ კითხულობ, ექსპერტი თუ არ მოგწონს?
mamuka09ze
14 ივლისი 2022 11:12
12
უნდა წაიკითხო, რომ შეაფასო არის თუ არა ექსპერტი :))
გასკდა გული
14 ივლისი 2022 11:40
0
მაგარი სლეა ეს არაკაცი, ხანდახან რომ გამოხდება კაი ექსპერტივით...წადი ბიძია თავი დამალე ჩირგვში.
ტარიელი
14 ივლისი 2022 22:16
3
ტროლებს აქაც შემოუღწევიათ ოხრად.

ეგრე იცის , როცა ფეხბურთის ფედერაციის მინისტრები პოლიტიკოსობასაც ითავსებენ, იმდენად ნიჭიერები არიან. ))
ფეხბურთი
14 ივლისი 2022 13:40
20
აჰა, ტროლებს, არა?! ვარ ექიმი, ვმუშაობ ჯანმრთელობის ცენტრში, პეკინის 28-ში. მქვია ალექსანდრე. ჩემი სახელით სხვა არავინაა. მოდი, ამიხსენი, რით არის ვ.სანაია დალაგებული.
alexandre
14 ივლისი 2022 15:04
3
ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს. 69 ნომრიანი მაისური ქონდა. ნამდვილი პროფესიონალი
შმოლა
14 ივლისი 2022 22:29
3
ამ ტიპის ოჯახის წევრები ხომ არ ხართ, ყველა მის სულელურ სტატუსს რომ აჭენებთ, თუ გამოგელიათ ამბები? რა ვახო სანაია, ამისი აზრი ვის რაში აინტერესებს?
123
18 ივლისი 2022 11:02
0
მართალია
las
14 ივლისი 2022 15:26
7
ვახოს ამდენი არც ესმის, ეს მისი ძმის გელას მოსაზრებაა და იდეაში მართალია იმ მხრივ რომ დამატებით დროში გოლი გაიტანე და ბურთი ვერ დაიჭირე, როგორც მინიმუმ ურახუნე აუტებში და მინდვრის გარეთ,საითაც გინდა, ოღონდ დრო გავიდეს მეტოქე მოშალო,,,,
გივი
14 ივლისი 2022 13:56
1
ახლა მიხვდით, რომ სადმე 'უკანა კარიდან' გაძრომა-შეძრომას და ერთჯერად წარმატებას რომ აზრი არა აქვს? ჩემთვის პირადად ც-დან ბ დივიზიონში დაწინაურება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩრ. მაკედონიისთვის იმ ერთი თამაშის მოგება ევროპაზე გაძრომა. ბელარუსთან თამაშმაც აჩვენა და თავად მაკედონიასთანაც, რომ თამაშის ხარისხი უბრალოდ ფსკერზე იყო. ბ დივიზიონში ანაცვლება და მაგალითად შემდეგ ა-ში ასვლა უკვე მიზანმიმართულ პროგრესს დაგვანახებდა, გავიზრდებოდით დიდ ბიჭებთან თამაშით და ეგ იქნებოდა გაცილებით გრძლევადიანი და ხელშესახები პროგრესიც და წარმატებაც. მაგრამ ვკითხოთ აბა ახლა ე.წ. გულშემატკივარს და მათ შორის თავად სანაიას, რომელი ერჩივნა. დარწმუნებული იყავით ევროპაზე შემთხვევით შეძრომა.
odala
14 ივლისი 2022 12:51
1
katami akriaxda:)))
სანდრო
15 ივლისი 2022 22:24
0
davitashvili rom wava mere naxet tqven acharuli egret wodebuli batumis dinamosgan ra darchreba kobaxidze bexburteli rom goniat da geguchadze mwvrtneli kupatadze kidev erovnulis shemcvlel mekared es aris sircxvili da geguchadze erovnulis mwvrtnelad moiazreboda warmogidgeniat ra primitiuli azrovnebis xalxi vart qartvelebi loria mekared ar miachniat nemsadze da qecbaia mwvrtnelad namdvilad evropelebi vart wodebit mainc.
aleqsi
14 ივლისი 2022 15:16
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული