გორში 0:1 წაგების შემდეგ „საბურთალომ“ ალბანურ გუნდს ბრძოლა გაუმართა და შესვენების შემდეგ სიხარულიძის გოლით დაწინაურდა. 89-ე წუთზე სიხარულიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა. დამატებით დროში თამაშის ტემპი დაეცა, გუნდები გარისკვას ერიდებოდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ. 105-ე წუთზე სტუმრებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს, სწრაფ კონტრშეტევაზე სკუკა გადმოვიდა, თუმცა, საბედნიეროდ, შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ ო. მამაგეიშვილის შორიდან ძლიერად გასროლილი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში მეკარე მეგრელიშვილმა გამოიჩინა თავი და "საბურთალომ" გაიმარჯვა.
"საბურთალო" მეორე ეტაპზე "სტიაუას" დაუპირისპირდება - 21 ივლისს სახლში, 28 ივლისს კი სტუმრად.
ტირანა. „ეარ ალბანია“
პარტიზანი - საბურთალო 0:1 (პენ 4:5)
გოლი: სიხარულიძე (53)
პარტიზანი: ტაგჯა, ბიელიცა, ბიტრი, ატანასოვსკი, ჰადროი (სოტა 91), მურატაი (ნაგუეტე 76), ჰოტი (ცვეტანოსკი 46), რაპაი, მასანგა, კარა (ნდრეკა 83), სკუკა
საბურთალო: მეგრელიშვილი, ჯინჯოლავა, ჩადუნელი, კაკუბავა, გოჩოლეიშვილი, მიოჩი (გ. მამაგეიშვილი 105), შ. ნონიკაშვილი (ქარდავა 62), გოშთელიანი (ლ. ნონიკაშვილი 62), გულიაშვილი, ტაბატაძე (ო. მამაგეიშვილი 68), სიხარულიძე