ვაისი: ბათუმში ტირილი მომინდა - ხვიჩას ბევრი თანასწორი არ ჰყავს

AutoSharing Option
"სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ბათუმის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვლიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებაზე და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" პერსპექტივაზე "ჩემპიონატთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- დაგვეთანხმებით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შედეგი ძალიან მოულოდნელია?
- ხანდახან ხდება, რომ მოცემულ მომენტში საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს. შესაძლოა, "დინამომ" 90 წუთის მიხედვით გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ფეხბურთი აღსავსეა სიურპრიზებით. ჩვენ მოსამზადებლად დრო არ გვეყო. მეტოქე კი პირიქით, ფორმაშია და ამიტომ უფრო სწრაფად დარბოდნენ და ზონებს კეტავდნენ. თუმცა, ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- თქვენ "დინამოს" თითქმის ყველა ფეხბურთელს იცნობდით. ამან
დიდი დახმარება გაგიწიათ?
- უდავოდ. ამ გუნდის ფეხბურთელთა ნახევარს ნაკრებში ვწვრთნიდი. საქართველოში ჩემი არყოფნისას "დინამოს" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაემატა. ჩემმა კოლეგა გია გეგუჩაძემ მეორე დივიზიონიდან საჩემპიონო გზაზე უზარმაზარი სამუშაო გასწია. შესანიშნავი სტადიონი, სავსე ტრიბუნები, უამრავი ბავშვი - ბათუმში ჩინებული საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს.

- კვარაცხელიას რომ ეთამაშა, კიდევ უფრო გაგიჭირდებოდათ? თქვენი აზრით, რა ელის მას იტალიაში?
- თუ ხვიჩა სხვა დონის ფეხბურთისთვის ფიზიკურად მზად იქნება, თავისუფლად შეუძლია ამერიკაში წასული ინსინიეს ღირსეული შემცვლელი გახდეს. ერთი ერთზე და ორის წინააღმდეგაც კი, მას ბევრი თანასწორი არ ჰყავს.

- როგორ შეგხვდნენ საქართველოში? პრესკონფერენციაზე ცრემლიც კი მოგადგათ.
- ძალიან თბილად შემხვდნენ. დიახ, ტირილი მომინდა - იმდენი ემოცია იყო თამაშამდე, თამაშისას და თამაშის შემდეგ. როდესაც ბოლო წამზე გოლს შენს მეგობრებს გაუტან... მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ერთ გუნდს შეეძლო.

- ამბობდით, რომ ბათუმელ ფეხბურთელებს თქვენთან შედარებით გაცილებით მცირე ხელფასები აქვთ? საკმაოდ მოკრძალებულ სლოვაკურ ფეხბურთში საიდანაა ფული?
- "სლოვანის" მფლობელები ჩემი უახლოესი მეგობარი ივან კმოტრიკი და მისი შვილია, რომელსაც სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. მათ მრავალი ბიზნეს-მიმართულება და ფეხბურთის ნამდვილი სიყვარული აქვთ. ივანი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ "არტმედიაში" ჩემი შეფი იყო, როდესაც "ინტერს" ვამარცხებდით და საერთოდ კარგ შედეგებს ვაღწევდით. როცა "სატურნში" წავედი, მან "სლოვანი" შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძველებური (და უკეთესი) ჩაკვე დაგვიბრუნე ვაის. და ყველა ცოდვას გაპატიებთ!!! :დდ
სიმართლე გიტხრათ, ამის დიდი იმედი მაქვს!!!
₾ადო
11:26 18-07-2022
0
Ტვინის ბუკეტოოო...რა წვეტიანი აზრები მოგდის
G.LA-ს
07:58 18-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული