აზაროვი და დავითაშვილი სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" ახლოს არიან

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მცველი ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, კარიერას ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებენ.

მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იტალიის სერია "ა"-ს კლუბებს აქვთ.

"ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ "პიუნიკს" დაუპირისპირდება.

altაზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

მკითხველის კომენტარები / 63 /
ცრვენა ზვეზდა სისტემატიურად თამაშობს ლიგის კვალიფიკაციაზე.შარშან თუ შარშანწინ, თუ არ ვცდები ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა! არაა დასაწყისისთვის ცუდი ვარიანტი.მაგრამ პიუნიკთან ახალგადასულებს მე მგონი არ შეეძლებათ მონაწილეობის მიღება...
თეიმურაზ კვიტაიშვილი
01 აგვისტო 2022 22:54
5
"ცრვენა ზვეზდას" გენერალური სპონსორი არის პუტინის "გაზპრომი".
ქ. გ.
02 აგვისტო 2022 13:11
2
რა სერია და კრასნაია ზვეზდა? პრემიერ ლიგა და მინიმუმ ლა ლიგა, მაგათ ამ ევროტურნირებზე იფრინეს,განსაკუთრებით პოზნანის ლეხთან, არ იმსახურებენ თუ რაა?
A BBA
02 აგვისტო 2022 10:41
0
ჭადრაკის ოლიმპიადას რატომ არ აშუქებთ???
Yyy
02 აგვისტო 2022 06:44
0
ცვრენა ზვეზდა ძალიან ცნობილი და სახელოვანი გუნდია და კარგი იქნება იქ გადასვლა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
qomagi
02 აგვისტო 2022 16:12
3
კვარაცხელიამ დილის ვარჯიში გააცდინა.
გუშინ მუხლი ბინტით ჰქონდა შეხვეული.
ქ. გ.
02 აგვისტო 2022 13:10
0
ვინც სერია ა დაიჯერეთ თქვენი ბრალია :)
odala
02 აგვისტო 2022 09:58
0
არ მჯერა რომ სერბეთის ჩემპიონატი თურქეთის ჩემპიონატს სჯობდეს.ფულიც ნაკლები აქვთ ფეხბურთელებს.უეფა დღედღეზე სერბეთის გუნდებს აუკრძალავს თამაშებს ევროპულ ტურნირებზე. რა უნდათ იქ?
თემო
02 აგვისტო 2022 01:38
2
მეტის ღირსები არც ხართ!სერბეთია თქვენი დონეე!!!
!!
02 აგვისტო 2022 17:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული