"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მცველი ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, კარიერას ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებენ.
მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იტალიის სერია "ა"-ს კლუბებს აქვთ.
"ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ "პიუნიკს" დაუპირისპირდება.
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში