სეზონის ბოლოს "ვეფხვებს" ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე მოთამაშის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. სალაჰთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ის შოთას გუნდში 10 ნომრიან მაისურს მოირგებს.
18 წლის სალაჰი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც "არსენალმა" 2020 წელს "ფეინოორდის" აკადემიიდან დაიმატა და თავისი თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მოთამაშედ ითვლება.