რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა რატი შელეგიამ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის ერთი ნაწილი ფეხბურთს შეეხო, რომელიც ქალბატონი ნონას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს.

კვარაცხელიაზე. "კვარა" პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და
ამიტომ... შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა - ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ "კვარა" სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და "ბოლონიასთან" საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა..."

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებზე. "ძალიან იმედიანად ვარ! ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, რაც ნიშანდობლივიც არის და ძალიან სასიამოვნოც. ისიც მომწონს, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე კონკურენციაა თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე. სანიოლის მუშაობითაც კმაყოფილი ვარ: დისციპლინა და სიმკაცრე ყველას სჭირდება. სხვათა შორის, ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვებზე მეტად!

საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა წილისყრამ "ევრო-2024"-ის შესარჩევ ეტაპზე. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების რეალური ძალა...

ჩვენმა გუნდმა მოუმატა და კიდევ გაძლიერდება. ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც ერთა ლიგაზე გვყოლია, ასე რომ, ჩვენი მოთამაშეები კარგ ფსიქოლოგიურ კონდიციაში არიან, თავდაჯერებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს..."

სრული ინტერვიუ: Kvirispalitra

altხვიჩა კრიტიკის უფლებას არსად ტოვებს - 40 მატჩი გაფრთხილების გარეშე...

altქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქალბატონი ნონა როგორ კარგად ერკვევა ფეხბურთში. საკმაოდ ძველი ფოტო მახსოვ არქივიდან დინამოს სეზონის გახსნა იყო თუ არ ვცდები, მგონი ფოტოზე იამანიძე სახელოვანი კაპიტანი და ახალგაზრდა ჩემპიონმა ჭადრაკში ბურთი შეიტანა. ქალბატონ ნონას სულ უყვარდა და ახლაც ინტერესით ადევნებს თვალს ყველა მოვლენას ფეხბურთში. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენ ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ❤️
G.LA
14:11 25-10-2022
0
რა საყვარელი ქალია! გადაეცით, რომ მიყვარს!
ქუთაისელი
14:22 25-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული