რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივრებს ერთი რამ ახასიათებთ, თუკი ჩვენს ფეხბურთში წარმატებული პერიოდია, საოცარი თანადგომა იგრძნობა, სტადიონებზე ხალხმრავლობაა, კრიზისის დროს კი "ქრებიან". ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის, ახლახან კი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამო პოზიტიური დინამიკა და განწყობაა, თუმცა ეს როდემდე გაგრძელდება?!

მთავარ შიშებს ისევ ევროტურნირები იწვევს, სადაც ქართული კლუბები მალე ჩაერთვებიან. წარსულის მწარე გამოცდილება და ერთგვარი კომპლექსები სულ იმაზე გვაფიქრებს, თავს ხომ არ შევირცხვენთ, ყველაფერს ისევ დაწყებისთანავე ხომ არ დავემშვიდობებით?! შემდეგ ვუყურებთ სხვა ჩვენი მსგავსი ქვეყნების მაგალითებს და შედარება გულს გვტკენს.

იმავეს ვიტყვით, რაც
გასულ სეზონში დავწერეთ. შესაძლოა, ძლიერი ლეგიონერებისა და ფინანსების ხარჯზე ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა საკლუბო წარმატებას მიაღწიონ, თუმცა სანაკრებო დონეზე ეს მათთვის ბევრს არაფერს ცვლის და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები მათზე წარმატებული იქნებიან. ფაქტია, ჩვენი ფეხბურთის მომავალი კარიერას ქართულ კლუბებში უნდა იწყებდეს, რაც 21-წლამდელთა ნაკრების შემთხვევაში კარგად ვნახეთ და მათი პროგრესი ამის შემდეგ უნდა მოხდეს.

რასაც ვხედავთ, წინა წლებისგან განსხვავებით, ევროტურნირების წინ გუნდების ფაქტობრივად დაშლა და ხელახლა აწყობა არ მომხდარა. ქართულმა კლუბებმა, რომლებმაც ევროტურნირებზე უნდა ითამაშონ, ძალები ერთმანეთში, სუპერთასისთვის ჩატარებულ შეხვედრებში გამოსცადეს. საუკეთესო თბილისის "დინამო" გახდა, მწვრთნელებმა კი კიდევ ერთხელ დაინახეს, რისი შეცვლაა საჭირო გუნდებში და რა მიდის უკეთ...

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა

ევროპის უმთავრეს საკლუბო ფორუმზე ჯგუფურ ეტაპზე ოცნება უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც უეფა ე.წ. საჩემპიონო ზონაზე გადავიდა, თუმცა ჩვენთვის ეს ამბავი მაინც მიუწვდომელს ჰგავს. დასახული უფრო ლოკალური მიზანი გვაქვს, პირველი ეტაპი დავძლიოთ, რაც შემდეგ გზას ამარტივებს, რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფში მაინც ვითამაშოთ. გვახსოვს წინა წლის დრამა, როცა ბათუმის "დინამო" ვლადიმირ ვაისის "სლოვანთან" ძალიან დრამატულად დამარცხდა, უფრო ადრე კი ამ მისიას თბილისის "დინამო" ვერ ასრულებდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ახლა "ასტანას" ბარიერი აქვთ გადასალახი. იყო დრო, ყაზახურ გუნდებთან მარცხს იმას ვაბრალებდით, რომ მათთან ამ დროს გახურებული სეზონი იყო. ახლა ჩვენც ამ რეჟიმში ვთამაშობთ. თბილისის "დინამოში" რამდენიმე მოთამაშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდანაა. მათ ახლა დიდი გამოცდილება მიიღეს და ისიც ნახეს, ნიდერლანდელ თუ პორტუგალიელ თანატოლებთან ტოლ-სწორად თამაში რომ შეძლეს. შეუძლებელია, ყოველივე ეს არ გამოადგეთ. მათ იციან, რომ სატრანსფერო დაინტერესებაც გაზრდილია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონსა და მის ევროპულ შანსებზე უნდა იფიქრონ.

თბილისის "დინამო" გიორგი ლორიათი გაძლიერდა და სუპერთასის მოპოვებაში გამოცდილმა მეკარემ დიდი როლი შეასრულა. ის გუნდს ახლაც ძალიან გამოადგება.

თუკი თბილისის "დინამო" პირველ ბარიერს (12 და 19 ივლისს) გადალახავს, ძალიან ძლიერი მეტოქე ელის - ზაგრების "დინამო".

Sportall.Ge

კონფერენს ლიგა

უეფა მაქსიმალურად უწყობს ხელს პატარა ქვეყნებსა და ლიგებს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მაინც შეძლონ. ორი წლის წინ ამ გზაზე ბათუმის "დინამო" საკმაოდ შორს იყო და შემდეგ თურქული ბარიერი ვერ გადალახა. გია გეგუჩაძის გუნდი მიზნის მიღწევას წელსაც ეცდება. ბათუმელები ალბანურ "ტირანასთან" იწყებენ (13 და 20 ივლისს), შემდეგ კი ურთულესი ბარიერი ელით - თურქული "ბეშიქთაში". გიორგი წიტაიშვილით გაძლიერება მართლაც სერიოზული ტრანსფერია.

Sportall.Ge

მთელი საქართველო ნიკა გაგნიძითაა აღფრთოვანებული, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ტრავმირებულიც ენერგიულად ქომაგობდა. რა თქმა უნდა, ბევრს მანამდე არ ეცოდინებოდა, ეს ბიჭი გორის "დილაში" როგორ თამაშობს და რისთვის დაიმსახურა ნაკრებში მიწვევა. ამიტომაც ვწერთ, რომ დაბალი სათამაშო დონის მიუხედავად, ეროვნულ ლიგას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავუთმოთ.

კონფერენს ლიგის იმავე სათამაშო დღეებში გორელები სლოვაკურ "დუნაიკა სტრედასთან" ორმატჩიან დუელს ჩაატარებენ, წარმატების შემთხვევაში კი უკრაინული კლუბი ელით - პოლტავის "ვორსკლა".

Sportall.Ge

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", გარკვეული ჩავარდნის შემდეგ იმერული კლუბი ევროტურნირებზე დაბრუნდა. გუნდში ბევრი საინტერესო მოთამაშეა. მაგალითად, გიორგი არაბიძისგან ჯერ კიდევ ველით, რომ საკუთარი სიტყვის თქმა შეუძლია. 25 წლის შემტევს რესურსი ნამდვილად აქვს. ქუთაისელებს ურთიერთობის გარკვევა ბოსნიურ "სარაევოსთან" უწევთ და თუკი მათ ბარიერს წარმატებით გაივლიან, ყაზახური "აქტობე" ელით.

ქართულ კლუბებს წარმატება უნდა ვუსურვოთ!..

altწიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

altოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

altქუთაისის "ტორპედომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 26 /
წარმატებები ცჰვენს ქართულ კლუბებს არც ისეთი რთული მეტოქეები შეგვხვდა და ყველასთან მოსაგებად უნდა ვითამაშოდ მთავარია მონდომება და შრომა ბიჭებო ქარტველი გულშემატკივრები თქვენს გვერდით ვართ აბა რაა სულ ზევით და ზევით უნდა გვქონდეს გეზი!!!
gio9
07 ივლისი 2023 11:58
0
სანამ კარგ ლეგიონერრებს არ ჩამოვიყვანთ მანამდე არც ჩვენ ჩემპიონატს ეშველება და არც ჩვენ კლუბებსს ხარისხიანი ლეგიონერები რომლებსაც კარგ ხელფასებს დაუნიშნავენ ეგ გაიყვანს ჯგუფში სხვა შემთხვევაში ერთი და იგივე ადგილზე ვიბუქსავებთ...უეჭველი მილიარდი პროცწნტით გეუბნებით ჯობია კიდე ნამდვილად ვისაც უნდა იმან იყიდოს დინამო თბილისი ლიჟბი ეშველოს და ფიფიას მოშორდეს....
სიმართლე
07 ივლისი 2023 10:38
1
ქართული არ ვიცი რას იზამს მაგრამ ამ წელს პუნიკისგან ველიდები ჩუდას.ძალიან მაგარი გუნდი ყავს პუნიკს
Robert22
07 ივლისი 2023 04:15
2
ხახვში შემწვარი არ უნდა იყოს ცუდი
გიო_ს
07 ივლისი 2023 00:30
0
რაის დინამიკა პიუნიკმა 3-0 მოუგო ტორპედოს
Haaland
06 ივლისი 2023 23:15
0
რას გვიმზადებენ და ბუს კვერცხებს, სასაცილოა სატირალი რომარ იყოს.
gio
06 ივლისი 2023 22:33
0
საქარტველოს ფეხბურტი დაბალი დონეა გაგვიჯირდება
kopa am
06 ივლისი 2023 20:04
1
ანუ ვნახე ეხლა სომხეთის მოწინააღმდეგეეები და არცერთი არ ვიცი სრულიად უცხო გუნდებს ეთამაშებიან და რით დაიმსახურეს სომხებმა პირველ ეტაპზე ბავშვებთან თამაში ??? რაღაც იჩაგრება ქართული კლუბები და რა ხდება ?? ალაშკერტს რა ქულანაქვს მაგალითად ისეთი დინამოზე მეტი რომ საერთოდ უცხო გუნდს ეთამაშება ??? ანუ როცა გუნდები ასე თუ ისე გვყავს ძლიერ მეტოქეს გვაჯახებენ და როცა სუსტი გუნდსები გვყავს მაშინ ყველა გვიგებს და რა აზრი აქვს ვის შევხვდებით ...
iura
06 ივლისი 2023 19:20
1
ეხლა თბილისის დინამო რომ გამოვარდება დიდი სირცხვილით, არა მარტო ანგარიშს, თამაშსაც ვგულისხმობ, თან ეს გიორგი ლორია საწყალი რას ჩამოვიდა, რომ ვერ უშველის მარტო, მერე ის კაცი წავა ? არ წავა და იყავით და წერეთ ეს სტატიები და განხივლები დადეთ, თავზეც გაიარა ეგეთებმა ქართული ფეხბურთის და თქვენ კიდევ ფილოსოფოსობთ აქ. აღარ ჭრის უკვე ეს , როცა ტყლაპოში ხარ კაცი, აღარ ვარგა ეს განხილვები. აი დინამო თბილისი დაიმახსოვრეთ ეხლა შერცხვება და გამოვარდება და თქვენ მერამდენედ დაიწყებთ განხილვას და ეგაა რა. წრეზე ტრიალებთ. დინამო მიყიდეთ ისევ იმ რუსებს მაგის დედაც ,ეგრე აჯობებს და ნახავთ რას შექმნიან ქართული კლუბისგან, რადგან საკუთარ ერს იკიდებს ზოგიერთი აგერ ფეხებზე, აქვს კლუბი როგორც თვითონ ხოში აქვს, არც შედეგი აინტეტესებს, არც ხარისხი. არაბები არ ყიდულობენ და სრც ფრანგები და ერთი ქართველი პატრიოტი , ცეხბურთის მოყვატული კი ვერ მოოძებნა, რომ დინამო გამოისყიდოს. სორცხვილია სირცხვილი. აღარ მჯერა თქვენი განხილვების და ფილოსოფიის, მოითხოვეთ დინამოს წაგების მერე რამე შეიცვალოს! განადგურდება, ისსვ დაგვახევენ თავზე ბურთს, მორიგ ჯერზე. ეროვნული მნიშვნელობის კლუბია დინამო გაიგეთ თავე კაო ხალხნო !
გადასარევი გიორგი
06 ივლისი 2023 18:50
6
ამ ოთხი გუნდიდან ალბათ ყველაზე მეტი შანსი, თუმცა საკმაოდ მცირე, სადმე გაღწევის თბილისის დინამოს აქვს. ერთი ის, რომ ლიგიდან იწყებს და ორი შანსი ექნება და მეორე ის, რომ მაინც დანარჩენზე უკეთესი შემადგენლობა ყავს. წესით ასტანასთან ბრძოლის ძალა შესწევთ. ბათუმმა წიტაიშვილი კი დაიმატა, მაგრამ ალთუნაშვილი წავიდა, თან აშკარად უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე შარშან ამ დროს, წილისყრაც ცუდი შეხვდა, პირველი მეტოქის დაძლევის შემთხევაში ბეშიქთაშთან თითქმის უშანსოდ არიან. დილა სულ გადის ევროტურნირებზე, მაგრამ იქ რესურსი არ ყოფნის და თავიდანვე ვარდება,ვნახოთ წელს რას იზამენ. ტორპედო ალბათ ყველაზე გამოუცნობი გუნდია, არ ვიცით რას ველოდოთ, იმდენად არეულია, შინაგანად მჯერა ბოსნიელების გაგდება რომ შეუძლიათ.
პელიდი
06 ივლისი 2023 16:37
3

სიახლეები პოპულარული