ირის ანტმანი: ამ საფეხურზე გაჩერება ერთა ლიგაზე საასპარეზოდ საკმარისი არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ეროვნული გუნდი 5:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:

"ძალიან კარგი სტაფი გვყავს, რომელიც გუნდური მუშაობის შედეგად იღებს გოგონებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს. შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებსაც თავდაუზოგავად მუშაობა სურთ. ფეხბურთელების ხარისხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ ყოვლისა, მთავარია ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი. არ გვყავს ბევრი მოთამაშე, თუმცა შეკრებაზე გოგონებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დაიჯერეს, რომ რაღაცების შეცვლა შეუძლიათ. ყველაფერი მათ ხელშია.

დღევანდელი მატჩი კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ.
ამ საფეხურზე გაჩერება ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ერთა ლიგაზე საასპარეზოდ საკმარისი არ იქნება. ასე რომ, დღევანდელი გამარჯვება კარგი იყო თავდაჯერებისთვის და რწმენისთვის. ნებისმიერი მოგება სასიამოვნოა, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. მოგება მიყვარს და გოგონებს ვუთხარი, რომ გამარჯვების გემოს არაფერი შეედრება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ და დამატებითი მოტივაცია მიიღონ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტი პოპულიზაცია ჭირდება რამოდენიმე დღის უკან ალტინფოს მრევლი ამბობდნენ ქალებს რაუნდა ფეხბურთშიიო
beqa
19:49 14-07-2023
9

სიახლეები პოპულარული