"აქტობე" ქუთაისში ხვალ, თამაშის დღეს ჩამოფრინდება - ახალი დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.

"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.

რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე
ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ევროპოპი

alt"აქტობეს" ქართული სასაზღვრო მხარე საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომის უფლებას არ აძლევს - უცნობია უეფას პოზიცია

მკითხველის კომენტარები / 31 /
"ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. "ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა" - კი ვიცოდი რომ ქუთაისლები მაგრები არიან, მაგრამ, თუ მსოფლიო წესრიგზე ახდენდნენ გავლენას ნაღდად არ მეგონა. ეხუმრები სანქცირებული ავიაკომპანიისთვის სანქიის მოხსნას, თანაც რამდენიმე საათში.
goga
26 ივლისი 2023 16:33
2
ზოგი სანქცია მარგებელიაო.
ჰაჰა
26 ივლისი 2023 16:32
1
ბარემ მეორე ტაიმში ჩამოფრენილიყო ბარემ რაეჩქარებოდათ
მოსწხონელი
26 ივლისი 2023 16:11
1
ალბათ პირდაპირ სტადიონზე დასვავენ ხო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 ივლისი 2023 16:10
2
აქ ეხლა მსაჯები ვერ დაეხმარებოდნენ წორპედოს და სხვა მექანიზმი აამოქმედეს.ალბათ ზედ სტადიონზე დასვავენ თამაშის დაწყების წინ აქტობე და ასე თუ მოუგებენ თორე მსაჯები და ფედერაცია ვერ დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში
ბათუმს ქათქათას
26 ივლისი 2023 16:06
46
ტუტუცი ხარ შენ
ზურა
26 ივლისი 2023 17:26
1
ამდენი ღვარძლი საიდან გაქვს? ადამიანი ხარ, თუ მტაცებელი ცხოველი?
ბათუმს ქათქათას პასუხი
26 ივლისი 2023 17:03
1

სიახლეები პოპულარული