შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.
შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - აქტობე 1:4
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)
ჩემპიონატის დონე არ იწევს პირიქით ეცემა.დონემ რომ აიწიოს უზარმაზარი თანხებია საჭირო.ამის შანსი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.შემოვდივარ ასეთი წინადადებით. გაკეთდეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ნაკრები, რომელსაც პირობითად დავარქვათ დინამო თბილისი და ეს კლუბი ვათამაშოთ ყაზახეთის ჩემპიონატში.(ან აზერბაიჯანის ჩემპიონატში).ეს კლუბი შედარებით ძლიერ გუნდებთან პაექრობაში გაიზრდება და ჩვენც ერთი კლუბი მაინც გვეყოლება ნორმალური.რაც შეეხება ევროპის საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ამ კლუბმა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც სავარაუდოდ გაიმარჯვებს და უეფას ტურნირი გარანტირებული ექნება.საქართველოს ჩემპიონატი კი ჩატარდეს დანაჩენი კლუბების მონაწილეობით.