"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
ამასაც მოროშკინასავით რუსულმა სისხლმა უყივლა მართლა თ.... დ ..შ ნაცებიან ქოცებიანადესენი ორ შაურად გაგვყიდიან
lasha
31 იანვარი 2024 00:06
19
ბრწყინვალეა.... რაც უფრო მეტი ასეთი ტიპაჟი დაუფარავად აქვეყნებს თავის გასამართლებლად ასეთი სახის ინტერვიუებს, მით უფრო აშკარა ხდება თუ რასთან გვქონდა საქმე 2004 წელს და რა ხდება 2012 ის მერე.საიბედუროდ ჩვენ ამჯერადაც ჩამოვრჩით ცივილიზაციის მატარებელს და ჩავჯექით ტიუმენის მიმართულებით მიმავალ "პლაცკარტში". არა უშავს, ისევ თავისუფლად გავყიდით მჟავე მანდარინსა და მღვრიე ღვინოს ვორონეჟსა და ჩელიაბინსკში.გაიხარე ერო. ეტყობა ასე გვირჩევნია.
Walter White
30 იანვარი 2024 23:40
13
ნამდვილად მეტის ღირსები არ ვყოფილვართ,ამ შემეტენეობას და კოლაბორაციონიზმს ვერ იტანს ახალგაზრდობა ამიტომ გარბის ამ ქვეყნიდან,აქ მყოფების უმეტესობა კი სტოკჰოლმის სინდრომით არის შებყრობილი!!!!!
სანდრო
31 იანვარი 2024 00:10
9
მაინც არ გადავდგები. აბა ომი გინდათ?))))
ტარიელოვიჩი
30 იანვარი 2024 20:12
7
მაგრად "დაუმუღამეს" რუსმა ჟურნალისტებმა ამ ჩვენ ურუსეთუმე სპორტსმენებს,დაურეკავენ და ალაპარაკებენ იმას რაც რუსებს და პუტინს ესიამოვნება, შე კაი კაცო ერთი ორი სიტყვა შენი ქვეყნის ოკუპაციაზე გეთქვა!!!!
გიგი
30 იანვარი 2024 16:33
6
ამან თავის ციხითა და სააკათი ხომ წაიღო კიდევ ტვინი - ერთი ნელსონ მანდელა იტანჯებოდა სიმართლისათვის და მეოეე ეს
Givi
30 იანვარი 2024 22:21
16
და შენ რატომ არ შეგეხო ეგ ციხის საზიზღრობები?!...
დდდ
30 იანვარი 2024 20:00
8
სააკაშვილი რაც იყო ყველამ კარგად ვიცით,მაგრამ რას ეჭორავებით ამ რუსებს??ისინი ჩვენზე უკეთესები არიან?უკეთესი პოლიტიკოსები ყავთ??მაგრამ რატომ მიკვირს იციან ვინც არიან რუსეთიმეები და იმათთან წერენ ინტერვიუებს,რატომ არ ეკონტაქტებიან მაგ: არველაძეს?ფაჩულიას?შავდათუაშვილს?მამარდაშვილს?ბაზაძეს?დვალიშვილს?თოფურიას?ბითაძეს?შერმადინს?ტალახაძეს?ჭიკაძეს??!!
**
30 იანვარი 2024 18:32
10
გიორგი!რატო იხარჯები,შოვინისტ და პუტინისტ რუსებს სააკაშვილით ვერ გააკვირვებ,ისე რა ქნეს რუსებმა სატანა ლენინი მიაბარეს მიწას თუ ისევ აცოცხლებენ მავზოლეუმში?!არ გამომიყვანეს რუსები წმინდანები!!!!
ბექა
30 იანვარი 2024 17:16
11
ასე მგონია ეს და მისი რუსეთუმე მეგობრები, ამ სიმღერაზე გიიჟდებიან შუპუტინსკის-ტაგანკაააა
!
31 იანვარი 2024 22:47
16
ვაიმეე მაგრად ვიცინე,რამ გაგახსენა ეგ სიმღერა:d
! ს
31 იანვარი 2024 23:52
2
მახინჯი ნაძირალა ხარ შვილო,შენ,გაგიჭირდება ასე ცხოვრება
მარინა
31 იანვარი 2024 18:28
20
მე მგონი შენ უფრო გაგიჭირდება ცხოვრება, ორმაგი სტანდარტის თამაშისათვის!
მარინა გიცანით (კაცი ხარ და ქალის სახელით ნუ მარაჟიარობ)
31 იანვარი 2024 20:42
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული