"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
ხო ფრთიანი ანგელოზი იყავი და ტყუილად შეგეხნებ ბებიაშენისამ, აქ არ დავწერ მაგრამ ბევრი ადამიანის ცოდვაა შენ კისერზე, და მაგ მაზავჩიკობას ბევრის სიცოცხლე შეეწირა. სამართალი რო იყოს შენ კიდე ციხეში უნდა იჯდე
Lado
31 იანვარი 2024 12:21
7
გავიმეორებ, სპორტულ სამყაროში მომუშავე ცნობილი ადამიანების დასკვნებს:გავრცელებული სახეობებიდან ყველაზე დაბალი ინტელექტი ფეხბურთელებს აქვთო... (პროცენტულად), საბედნიეროდ გამონაკლისებიც არსებობენ და მათ შორის დემეტრაძე ნამდვილად არ არის...
გუსანი
31 იანვარი 2024 11:24
10
მეც არ მომწონს სააკიანი, მაგრამ რუსები არ უნდა გაახარო. ჯერ საერთოდ რატომ აძლევ ინტერვიუს რუსი ოკუპანტების პროპაგანდის ინსტრუმენტს? თუ ძალიან გინდა მათთან საუბარი, პუტინზე მოუყევი რამე, და რომელ ციხეში უნდა იჯდეს ვოვიკ ბლიადიმიროვიჩი (მათი ბელადი), ის აუხსენი.
ქ. გ.
30 იანვარი 2024 17:40
9
ახალგაზრდა სპორტსმენებო!!!ნუ დაემსგავსებით ძველ სპორტსმენებს,ისწავლეთ,წიგნები იკითხეთ,უცხო ენები ისწავლეთ,განვითარდით,იმოგზაურეთ,ერუდიცია აიმაღლეთ!!
ლადო
30 იანვარი 2024 16:00
9
ახალგაზრდებო! ლადოს სიტყვებს დავუმატებდი: ისწავლეთ ევროპისგან ლიბერასტობა, გაიკეთეთ საყურეები, ჩაიცვით კაბები და უარყავით ყველაფერი ქართული. ვაი შენს პატრონს ლადო?
ლადუკას
30 იანვარი 2024 16:29
18
აბა რას გარბიან ქართველები თავ-ქუდ მოგლეჯილები ევროპაში??რას გაურბიან კარგ ცხოვრებას?დაწყნარდით ალტინფოელებო!!თქვენ დედა,წმინდან რუსეთში წადით!!!!აიტეხეს ლიბერასტები,ყველაზე გარყვნილები რუსები და რუსეთუმეები ხართ,ალტინფოელმა მახარაძემ დაამტკიცა უკვე ეგ ამბავი!!!
*
30 იანვარი 2024 20:39
4
ყველა გამოხმაურება
ეგ მაინც ყველამ იცის რომ ეგ სწორად იყო დაკავებული.
ამასაც ყვარებია ტლიკინი დიაცურად.
gzp
31 იანვარი 2024 11:24
10
უჰ, შენ გენაცვალე სიტყვა-პასუხში ბიძია-ბაბუა!!!
სციპიონ აფრიკელ-ს
30 იანვარი 2024 20:47
5
ხო ვატო ყიფიანის ძმაკაცი მე ვარ და მე დავდიოდი ფულის ამოღებაზე... მე გავაცანი კალაძეს ქურდები ხო?... ))) მიშამ ძაან გადააჭარბა ყველას სცემდნენ ციხეში თორემ ციხე იმისაა რომ იქ სანატორიუმი არ უნდა იყოს როგორც დღესაა... დამნაშავეს იქ შესვლის უნდა ეშინოდეს სიხარულით კიარუნდა გარბოდეს ძმაკაცებს ვნახავო...
რონი
31 იანვარი 2024 12:31
11
აბა, შეპყრობილებო! როგორც იცით დაეტაკეთ გიორგის, ვინ ჩემი ფეხები ხართ, რო ადამიანს განიკითხავთ? ასეთი რა ფრთიანი უცოდველი ანგელოზები ხართ, რო სხვებს ქვებს ესვრით? რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, ვინ ვის დაელაპარაკება? რუსსაც უნდა დაელაპარაკო და ნებისმიერ ჟურნალისტსაც, ქართველების მოძულე მიშაზე. თქვენ კი დაეგდეთ და ნუ გამოხტებით დიდი "მამულიშვილები"!
შეპყრობილებს!
30 იანვარი 2024 23:54
50
თენგომ რაო, არაოო?)))
თქვენი მომავალი კომკავშირელი პრემიერი
30 იანვარი 2024 20:51
8
ქართველები სანამ არასწორად ცხოვრობთ მანამდე ვერ გასწორდებით წელში.მეტადონშიკ-მოძველბიჭო ტიპები არ იყვნენ და არიან ელიტა. ეკლესია ეპისტოლეებს რომ წერს ერთხელ ჩაეწერა შვილებო ტერმინი -ჩემი დედა მო...ან ეშმაკისეულია და აღარ თქვათო? აა ვესი დაუვარდება და აღარ შეწირავენ მამაოებს ჯიპებს განაბები?
350 წლის ვარ
30 იანვარი 2024 16:59
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული