ლეგიონერების გარეშე - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სძლია

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა. რუმინეთთან თბილისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისში მოიპოვა და მე-5 წუთისთვის კეკელიას და ჩიმაკაძის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მე-18 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში რუმინელებმა ორჯერ, საბოლჩ მანიას და ატილა გალის ძალისხმევით გაიტანეს, საქართველოს ნაკრების მხრიდან კი თავი შოთა თოფურიამ გამოიჩინა ეფექტური გოლით.

საქართველოს და რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 7 თებერვალს გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე
დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფლია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული